ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამერიკული ლაბორატორიების არსებობას საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში
ჩინეთის ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში ამერიკული ლაბორატორიების მოქმედების შედეგად "საზოგადოების ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეები იქმნება". აღნიშნული განცხადება კომუნისტურ პარტიაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გააკეთეს. ამის შესახებ წერს ამერიკული გავლენიანი მედია NEWSWEEK.
მარია ზახაროვას მიერ გამართულ პრესკონფერენციას, ამავე სახის ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა მისი ჩინელი პარტნიორი, საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი, გენგ შუანგი, რომელმაც ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამერიკული ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამ განცხადების ერთ-ერთ ადრესატს წარმოადგენს სწორედ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ამერიკელთა დაფინანსებით გაიხსნა 2011 წელს.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში შექმნა უამრავი ლაბორატორია, რომელლებიც ხელს უწყობენ სერიოზულ საზოგადოებრივ შეშფოთებას მეზობელ სახელმწიფოებში“ - განაცხადა შუანგმა.
„ადგილობრივი საზოგადოება დაჟინებულად მოითხოვს, რომ ეს ობიექტები უნდა დაიხუროს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარე გამოავლენს პასუხისმგებელ დამოკიდებულებას, გაითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას და გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ შიშების გასანეიტრალებლად“.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გამართა სპეციალური ბრიფინგი, სადაც იგი საუბრობდა ამერიკულ ლაბორატორიებზე, რომლებშიც რუსი პოლიტიკოსების აზრით, მიმდინარეობს „ საშიში ვირუსების შექმნა სამხედრო მიზნით“. მან აღნიშნული პრესკონფერენციისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც 2011 წელს ამერიკელთა დაფინანსებით გაიხსნა.
„არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ მსგავს ლაბორატორიებში, ამერიკელები „მესამე ქვეყნების“ მთავრობებთან ერთად აწარმოებენ კვლევებს, რათა სამხედრო მიზნით სხვადასხვა სახის საშიში ვირუსები შექმნან და და შემდეგ მათი მოდიფიცირება მოახდინონ“ - განაცხადა ზახაროვამ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების საფუძველზე გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორია არის ამერიკის არმიის ინფექციურ დაავადებათა კონტროლის სისტემის ნაწილი.
https://www.newposts.ge/?l=G&id=230158-%E1%...QF3ViBN2CWX67Kgკორონასაც ჩვენ შემოგვტენიან ესენი მალე
This post has been edited by RedShark on 30 Apr 2020, 17:48