HANNOVER 96 - ჰანოვერ 96სრული სახელი: Hannoverscher Sportverein von 1896
მეტსახელი: Die Roten (წითლები)
დაარსდა: 1896 წლის 12 პარილს
მისამართი: არტურ-მენგე-უფერ 5, 30169 ჰანოვერი, გერმანია
სტადიონი: AWD-არენა
პრეზიდენტი: მარტინ კინდი
სპორტული დირექტორი: იორგ შმადტკე
მთავარი მწვრთნელი: მირკო სლომკა
გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი: http://www.hannover96.de/weiche.phpტიტულები:გერმანიის ჩემპიონი:
(2) 1938, 1954გერმანიის თასი:
(1) 1992მეორე ბუნდესლიგის გამარჯვებული:
(2) 1987, 2002კლუბის ისტორია მოკლედ:ჰანოვერის ისტორია 1896 წლის 12 აპრილს იწყება, როდესაც გერმანიის ამ ქალაქში დაარსდა კლუბი, ადგილობრივი სკოლის მასწავლებლის ფერდინანდ-ვილჰელმ ფრიკეს ინიციატივით, სადაც თავიდან ძირითადი ყურადღება რაგბის და ათლეტიზმს ექცეოდა, თუმცა 1899 წლიდან ფეხბურთითაც აქტიურად დაინტერესდნენ.
არსებობის პირველი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჰანოვერი საკმაოდ სუსტი კლუბი იყო და რაიმე ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია
პირველი წარმატება კი მართლაც სენსაციური იყო. 1938 წელს ჰანოვერმა პირველად მოიპოვა ჩემპიონობა, თანაც ფინალში დაამარცხა, გერმანიის იმდროინდელი საფეხბურთო ფლაგმანი, მესამე რაიხის სიამაყე, შალკე 04. 1938 წლის 26 ივნისის ფინალური მატჩი 3:3 დასრულდა და საჭირო გახდა გადათამაშება, რომელიც 3 ივლისს გაიმართა და დამატებით დროში ჰანოვერელთა გამაჯვებით 4:3 დასრულდა; გამარჯვების გოლი 117-ე წუთზე ერიხ მენგმა გაიტანა და ჰანოვერს პირველი ჩემპიონობა მოუტანა.

ომის შემდეგ ჰანოვერს შემდგომი წარმატებისთვის 9 წელი მოუწია ცდა. 1954 წელს გუნდმა მეორედ (და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად) მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა, 23 მაისს მან სენსაციურად დაამარცხა კაიზერსლაუტერნი, თანაც გამანადგურებელი ანგარიშით – 5:1; არადა ფინალში ფავორიტად სწორედ კაიზერასლაუტერნი ითვლებოდა, სადაც 5 მომვალი მსოფლიო ჩემპიონი თამაშობდა.

ამის შემდეგ იწყება ჰანოვერის დაღმასვლა, 70-90-იან წლებში კლუბს ფინანსური პრობლემებისც შეექმნა და ხშირად ქვედა ლიგებში უწევდა ასპარეზობა.
1992 წელს კი გუნდმა კიდევ ერთი სენსაციურ წარმატებას მიღწია; თავსი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ქვეყნის თასი. ფინალში ჰანოვერმა მიონხენგლადბახის ბორუსიას მოუგო თერთმეტმეტრიანების სერიაში, მანამდე კი ნახევარფინალში, ასევე პენალტებით დაამარცხა ბრემენის ვერდერი. ეს წარმატება განასაკუთრებით იმით იყო აღსანიშნავი, რომ პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ, ჰანოვერი პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ქვეყნის თასი მოიგო ისე, რომ ამ დროს უმაღლეს ლიგაში არ იმყოფებოდა.

ამის შემდეგ ჰანოვერს რაიმე სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია, რამდენჯერმე მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, პირველ ბუნდესლიგაში კი ძირითადად ცხრილის ქვედა ნაწილში ტრიალებდა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც 2010 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკა გახდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, 2010-11 წლის სეზონში ბუნდესლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე მოხვდა, სადაც ამჟამადაც გამოდის და არც იქ ირცხვენს თავს.
ჰანოვერი ევროტურნირებზე:ჰანოვერს ევროტურნირებზე გამოსვლის ძალიან მწირი გამოცდილება გააჩნია. მათი დებიუტი 1992 წელს შედგა, როდესაც თასის მფლობელი გუნდი პირველივე წრეში დამარცხდა და გამოეთიშა ტურნირს;
დაბრუნება კი 2011-12 წლების სეზონში შედგა, როცა ბუნდესლიგის მეოთხეადგილოსანი ჰანოვერი ევროპა ლიგაზე გავიდა, სადაც საკვალიფიკაციო ფლეი-ოფში, საკმაოდ ძლიერ და გამოცდილ სევილიას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა, რის შემდეგაც ჯგუფურ ტურნირზე აღმოჩნდა, სადაც ბელგიურ სტანდარტთან, დანიურ კოპენჰაგენთან და უკრაინულ ვიორსკლასთან ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელგიური ბრიუგეა, რომელსაც პირველ მატჩში, შინ 2:1 მოუგო. ასე, რომ ჯერ-ჯერობით სლომკას კერკეტი გუნდი ევროტურნირებზეც საკმაოდ კარგად გამოიყურება.
ტრაგედია – რობერტ ენკე:ჰანოვერს უკავშირდება გერმანიის ფებურთის ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი ტრაგედია. 2009 წლის 10 ნოემბერს ჰანოვერის და გერმანიის ნაკრების მეკარემ, ადგილობრივი ფანების უსაყვარლესმა ფეხბურთელმა რობერტ ენკემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფეხბურთელის ხსოვნის საპატივსაცემოდ, სტადიონისკენ მიმავალ ქუჩას, ენკეს სახელი ეწოდა
შემადგენლობა:
მეკარეები:1. რონ–რობერტ ცილერი – 12.02.1989 – გერმანია
14. მარკუს მილერი – 08.04.1982 – გერმანია
18. პასკალ ნაგელი – 19.06.1991 – გერმანია
21. სამუელ რადლინგერი – 07.11.1992 – ავსტრია
მცველები:3. კარიმ ჰაგი – 20.01.1984 – ტუნისი
4. ემანუელ პოგატეცი – 16.01.1983 – ავსტრია
5. მარიო ეგიმანი – 24.01.1981 – შვეიცარია
6. სტივენ ჩერონდულო – 19.02.1979 – აშშ
19. კრისტინა შულცი – 01.04.1983 – გერმანია
23. სოფიან ჩაჰედი – 18.04.1983 – ტუნისი
24. კრისტიან პანდერი – 28.08.1983 – გერმანია
27. ერდალ აკდარი – 05.06.1993 – ტუნისი
30. ტიმ ვენდელი – 12.01.1989 – გერმანია
35. კრისტოფერ ავევორი – 11.02.1992 – გერმანია
ნახევარმცველები:2. ლეონ ანდრეასენი – 23.04.1983 – დანია
7. სერჟიუ პინტუ – 16.10.1980 – პორტუგალია
8. არტინ ლალა – 18.11.1975 – ალბანეთი
15. ჰენიგ ჰაუგერი – 17.07.1985 – ნორვეგია
16. დანიელ როიერი – 22.05.1990 – ავსტრია
20. კარლიტოსი – 06.09.1982 – პორტუგალია
26. დენიზ აიჩიჩეკი – 05.06.1990 – გერმანია
28. ლარს შტინდლი – 26.08.1988 – გერმანია
31. იანის პლაშკე – 06.02.1993 – გერმანია
33. მანუელ შმიდებახი – 05.12.1988 – გერმანია
34. კონსტანტინ რაუში – 15.03.1990 – გერმანია
თავდამსხმელები:9. არტურ სობიხი – 12.06.1990 – პოლონეთი
11. დიდიე ია კონანი – 22.05.1984 – კოტ დ’ივუარი
13. იან შლაუდრაფი – 18.07.1983 – გერმანია
17. მორიც შტოპელკამპი – 11.12.1986 – გერმანია
25. მოჰამედ აბდელაუე – 23.10.1985 – ნორვეგია
39. მამე დიუფი – 16.12.1987 – სენეგალი
გუნდის ფორმები 2011–2012 წლების სეზონში: