09.03.2020 / 15:02აა
რომან გოცირიძე - ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის ხელმძღვანელობა და მინისტრები ევროპაში ცხვირს ვერ შეყოფენ და მხოლოდ ნოვოსიბირსკი-თბილისის რეისით გაფრინდებიან
ჩათვალეთ, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა და მინისტრები თავის ცხოვრებაში ვერ შეყოფენ ცხვირს ევროპაში და გაფრინდებიან მხოლოდ ნოვოსიბირსკი-თბილისის რეისით, ხოლო ბიძინა ივანიშვილს დაედება უმკაცრესი სანქციები,- ასე პასუხობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა გუშინ მიღწეული შეთანხმების დარღვევის რისკი. დეპუტატი მიიჩნევს, რომ შეთანხმების დარღვევა წარმოუდგენელია, რადგან ამას სანქციები მოჰყვება.
"წარმოუდგენელია ამ შეთანხხმების დარღვევა, ვინაიდან მასში მონაწილეობდა ფაქტობრივად მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ. გაფორმებულია ისეთი ხელშეკრულება, რომლის დარღვევა გამოიწვევს უმკაცრეს სანქციებს. ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა და მინისტრები თავის ცხოვრებაში ვერ შეყოფენ ევროპაში ცხვირს და გაფრინდებიან მხოლოდ ნოვოსიბირსკი- თბილისის რეისით. ხოლო ბიძინა ივანიშვილს დაედება უმკაცრესი სანქციები. ამიტომ ამის დარღვევა წარმოუდგენელია", - აცხადებს გოცირიძე
პარტერში ჰყავთ ქოცრეჟიმი გადაყვანილი -ჩოქბჯენში
ხოდა ძველი ნათქვამია ავადმყოფი ლოგინშივეო ხოდა მიდით სანამ წაკუზული გყავთ უქაქუნეთ და უქაქუნეთ ქოცრეჟიმს