ისე ნუ იხსნება თემა, თქვით რამეო და კარგი, ვიტყვი

წინა 19 თემა ვაი-ვიში, პანიკა და გლოვა მიდის, დავიღუპეთო.
არადა არც ისე ცუდი შედეგები ექნება ადამიანების სიცოცხლისთვის ამ ვირუსს, ვიდრე პანიკური შიშებია...
19 ნამდვილად ყველაზე საშინელი რიცხვი გამოდგა XXI საუკუნეში და გადავლახოთ ეს და მეოცედან ოპტიმისტურად განვეწყოთ.
ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანიაო და მაგ მხრივ მართლაც ოპტიმისტური მოლოდინებია, ლოგიკურად თუ შეხედავ სიტუაციას.
ვინმე ფიქრობს რომ 15 მილიონიან უხანში მარტო 100000 (დავამრგვალოთ) ადამიანი დაინფიცირდა?
კარანტინით შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო და კარანტინამდე რამხელა პერიოდი იყო.
ოფიციალურად აღრიცხული ყავთ ისინი, ვისაც სიმპტომები გამოუმჟღავნდა, მიმართა სამედიცინო დაწესებულებს რთულ მდგომარეობაში და ტესტი ჩაუტარეს.
უხანში ვირუსის სიკვდილიანობის რეალური კოეფიციანტი 100000-დან კი არა 5 მილიონიდან მაინც უნდა გამოითვალო.
იტალიაშიც ყველას აქვს ტესტი ჩატარებული?
რო ჩაუტარო ტესტი, იტალიელების ის 70-80% იქნება დავირუსებული, რა რიცხვების გერმანია-ინგლისის მიერ გამოცხადებასაც იმხელა აჟიოტაჟი მოყვა...
დაინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით.
და შესაბამისად სიკვდილიანობის კოეფიციენტიც ბევრად ნაკლები.
ჩვენთანაც ათასობით დაინფიცირებული გვყავს უკვე ან გვეყოლება,
უკვე საკმარისი შემთხვევებია იმისთვის, რომ ვირუსი გარკვეულწილად შეესწავლა სამედიცინო სამყაროს.
და თანხმდებიან შემდეგზე - რომ ადამიანმა შეიძლება ისე გადაიტანოს, საერთოდ არ ქონდეს რაიმე გარეგანი გამოხატულება.
დავირუსებულებთან კონტაქტში მყოფები რო კარანტინებში და თვითიზოლაციაში ყავთ/გვყავს 14 დღით და სიმპტომების არგამომჟღავნების შემთხვევაში უშვებენ, დიდი შანსია ჰქონდეთ ვირუსი და შემდეგ გაავრცელონ.
რაც სავარაუდოდ ხდებოდა, ხდება და მოხდება.
გაავრცელებენ და ბევრი ისევე უსიმპტომოდ გადაიტანს, როგორც ეს კარანტინგავლილი ადამიანები.
კარანტინში მყოფებს რო უტარდებოდეთ ტესტი, სხვა საქმე იქნებოდა.
არც უხანში, არც იტალიაში და არც ჩვენთან არ უტარებენ ტესტს ყველას.
ზედმეტი პოზიტივიც არ ვარგა და ნეგატიურსაც ვიტყვი.
ეკონომიკას რო მაგრად დაერხევა და 90-იანები სანატრელი გაგვიხდება, ეგ გარდაუვალია,
ჩვენი შვილებიც კაი გაჭირვებას ნახავენ და ვეღარ ვებლატავებით რა გვაქვს გამოვლილი.
მაგრამ კარგი ისაა, რომ 90-იანებისგან განსხვავებით მარტო ჩვენ კი არა ყველა ქვეყანა დაიქცევა და განვითარების ერთნაირი შანსი გვექნება, მუდამ ჩამორჩენლები რომ არ ვიყოთ...
ვებ-გვერდი, რომელსაც შეიძლება ენდოთ -
https://stopcov.gov.ge/თუ მაინც გინდათ სხვა, შეგიძლიათ იხილოთ
აქ
Mens sana in corpore sano...