საუდის არაბეთმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა
2020-03-11 20:00:06
„საუდის არაბეთი ვერ ხედავს მაისში და ივნისში ოპეკის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებების გამართვის აზრს“ - განაცხადა სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ეს იყო ერ-რიადის ოფიციალური პასუხი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს საუდის არაბეთთან კონსულტაციების გამართვას ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით.თუმცა, არაბული მხარე მიიჩნევს, რომ აზრი არა აქვს შეხვედრას, რომელიც კიდევ ერთხელ დაანახებს მთელს მსოფლიოს, რომ მხარეებს არ შეუძლიათ კრიზისზე პასუხის გაცემა. სწორედ ესაა ბენ სალმანის პასუხის ძირითადი შინაარსი.
„აპრილიდან საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco მოპოვებას 26%-ით გაზრდის. დღევანდელი 9,7-დან 12,3 მლნ. ბარელმდე დღე-ღამეში“ - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ამინ ნასერმა.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია რეკორდული ფასდაკლებები - აზიისთვის ნავთობი გაიყიდება არსებულ ფასზე 6 დოლარით, შტატებისთვის 7 და ევროპისთვის 8 დოლარით იაფად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფასდაკლებას ევროპისთვის, სადაც საუდის არაბეთი რუსეთთან პირდაპირ კონკურენციაში შედის. საუდის არაბეთში მოპოვებული ნავთობის ყველაზე პოპულარული ტიპი Arab Light -ის ფასი 10,25 დოლარით შემცირდება, ვიდრე რუსული Brent.
„რუსეთის შესაძლებლობები „მოცულობების ომში“ შეუდარებლად მცირეა. რუს მენავთობეებს შეუძლიათ მოპოვების გაზრდა 200-300 ათასი ბარელით დღე-ღამეში“ - განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა.
როგორც ცნობილია, ვენაში გამართულ ოპეკის მოლაპარაკებებში რუსეთმა უარი განაცხადა საუდის არაბეთის წინადადებაზე ნავთობმოპოვების შემცირების თაობაზე.
მაშინ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განმარტა, რომ საუდის არაბეთს უდეფიციტო ბიუჯეტისთვის სჭირდება ნავთობის ფასი 80 დოლარის ფარგლებში, ხოლო რუსეთისთვის საკმარისია 40 დოლარი .მისი თქმით, მოსკოვს გააჩნია ფინანსური რეზერვები, რომელთა წყალობით ქვეყანა იაფ ნავთობს რამდენიმე წელი გაუძლებს.
რუსეთმა უხეში ფორმით უარი უთხრა საუდის არაბეთს ნავთობის ფასების შენარჩუნების საქმეში დახმარებაზე და ამით გაწყვიტა სანავთობო კავშირი ერ-რიადთან, რომლის წყალობითაც მოსკოვმა 2017-2019 წლებში დამატებითი 10 ტრლნ. დოლარი მიიღო.
https://commersant.ge/ge/post/saudis-arabet...bebze-uari-tqvaპ.ს. ბევრჯერ დაიკიდა რუსეთმა არაბების თხოვნა დაერეგულირებინათ წარმოების მოცულობა. ისინი ამცირებდნენ ნავთობის მოპოვების მოცულობებს და ამით ფასებს ინარჩუნებნენ. რუსეთი კი არ უერთდებდა შემცირებას და არაბების ხარჯზე მაყუთს აკეთებდა.