Internationales Institut für Hospitality
https://www.iifh.eu - სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი, არის გერმანული სტუდენტური კომპანია, რომელიც ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს 3 თვიან ანაზღაურებად პრაქტიკებს გერმანიაში, 4+ ვარსკვლავიან სასტუმროებში.
პირობები:
- სტუდენტებისთვის დარეგისტრირება უფასოა!
- ანაზღაურება 400-650 ევრო თვეში (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გერმანული ენის ცოდნაზე)
- კვება და ცხოვრება უფასო
- პრაქტიკის დასრულებისას სტუდენტები დამატებით მიიღებენ 150 ევროს (ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად)
მოთხოვნები:
- გერმანული ენის ცოდნა A2 დონეზე
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
- სტუდენტის სტატუსი (ტურიზმის ფაკულტეტი, მე-5 სემესტრიდან)
- საჭიროა თქვენს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდეს მემორანდუმი:
https://www.iifh.eu/partnershipდასაქმების სფეროები:
- სამზარეულო (მზარეულის დამხმარე)
- რესტორანი (მიმტანი)
- კონფერენციების ოთახი (მიმტანი-გამფორმებელი)
- ნომრების დალაგების სამსახური
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები იხილეთ ლინკზე:
https://www.iifh.eu/internshipsაპლიკაცია ივსება გერმანულ ენაზე.
კომპანია დაარსდა 2013 წელს და დღემდე 1600 ზე მეტი სტუდენტი ყავს გაგზავნილი გერმანიაში, სხვადასხვა პროგრამებზე.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ info@iifh.eu, ან აქ დასვით კითხვები და ვეცდები გიპასუხოთ.
გისურვებთ წარმატებას!
This post has been edited by Voldemar on 6 Mar 2020, 21:40