კაროჩე ყველაფერს რო გიჭამს, მაცივარშიც რო ვეღარ ინახავ, ნუ სამუშაო მაგიდასთან დადებაზე აღარ ვსაუბრობ, თან იმენა ბოლომდე რო გიჭამს და ერთსაც არ გიტოვებს

რა მაცინებს
მოკლედ ეგეთ თანამშრომელს ზრდილობიანად და კონფლიქტის გარეშე როგორ ვთხოვო რომ მსგავს საქციელს შეეშვას? რამდენიმე ფაქტორი მიშლის ხელს,
ასაკით ბევრად უფროსია
უსინდისო და ნაგლი ტიპი არ არის, პირიქით, კარგი ადამიანია, უბრალოდ აშკარად ვერ ხვდება, სემიჩკასავით ყველაფერს ჭამს რაც დევს მაგიდაზე, ანუ ჩემ გარდა სხვა თანამშრომლებსაც უჭამს ყველაფერს
კონფლიქტის გარეშე რანაირად ვთხოვო რომ მსგავსი რამ გაითვალისწინოს?
მამენტ ჭამასაც არავინ არ უშლის, უბრალოდ ვერ ზომავს და აი მთლიანად ჭამს ყველაფერს, თან პატარ პატარა ზაკუსკებს, აი დღის განმავლობაში რომ გინდა ცოტ-ცოტა წაუზაკუსკო, სად ეტევა ამდენი ვერც ვხვდები :დ
აი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მაგალითს მოვიყვან: მაგალითად მოიტანე ორი ცალი მწვანე alpen gold, დაშალე ეს ფილები და დაიდე მაგიდასთან, რათქმაუნდა თანამშრომლებსაც სთავაზობ ამ შოკოლადს, აბა 2 ცალ ალპენ გოლდს მთლიანად რა გაჭმევს :დ ეთიკის ნორმების დაცვის მიზნით მასაც სთავაზობ(თუმცა შეთავაზებაც აღარაა საჭირო, რამეს რომ ხედავს, ეტაკება გიჟივით

) ...
დევს ეს ალპენ გოლდი დაშლილი ფილებად... მოვა ერთი თანამშრომელი, აიღებს ერთ ცალს, გაივლის... მოვა მეორე, აიღებს, გაივლის, შეიძლება მეორედ და მესამედაც აიღონ.... მოვა ეს ჩვენი გმირი, გადგება თავზე და სანამ ბოლომდე არ შეჭამს, ფეხს არ იცვლის. ერთ ცალსაც არ ტოვებს, აი პირდაპირი გაგებით ამ ზაკუსკებით სადილობს ტიპი... რანაირად შეიძლება ზრდილობიანად ავუხსნა რომ ეგრე არ შეიძლება?
ბევრად უფროსია, მამისტოლა კაცია და ჭკუის დარიგებას და დისციპლინის და ეთიკის ნორმების დაცვას ვერ ვასწავლი....... და რავქნა?
თან ისე საზიზღრად აწკლაპუნებს, გვერდზე ოთახიდანაც ისმის, თავზე თუ მადგება ხოლმე, ეგრევე ნაუშნიკებს ვიკეთებ და მუსიკას ვუწევ ძალიან ხმამაღლა და ამით ვარიდებ თავს პირის წკლაპუნის ხმას, მაგრამ იმ საქციელს ვერ ვარიდებ თავს...
იქნებ რამე მეთოდები იცოდეთ,
როგორც ვიცი, სამსახურებში ოფისში ერთი თანამშრომელი მაინც ჰყავთ ყოველთვის ისეთი, რომელიც ყველაფერს გიჭამს, ხოდა იქნებ გამოცდილება გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის?