#55992079 · 16 Mar 2020, 07:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიყავი საქართველოში. უცხოეთში ვსწავლობდი და მაგრად მეკიდა (იმ ზამთარს მაგრად ავად გავხდი და მგონი მოვიხადე, მაგრამ არც კი ვყოფილვარ ექიმთან და არ ვიცი რა მჭირდა).
აქ რა ხდებოდა ღორის გრიპის ეპიდემიის დროს 2009-2010 წლებში? ფეისბუკი დიდად პოპულარული მაშინ არ იყო ჩვეულებრივ ხალხში. ძირითადად სტუდენტებს ქონდათ და მანდაც ნახევარი ჯერ ისევ მაისპეისზე იყო. სოცქსელები იმ მასშტაბით, ჩვენ როგორც დღეს აღვიქვამთ, ჯერ არ იყო 'მოხოდილი'. მაგრამ ფორუმი არსებობდა და ერთის მხრივ ყველაზე დიდი სოცქსელი ეგ იყო.
რა განწყობა იყო მაშინდელ თბილისში ღორის გრიპის მსოფლიო ეპიდემიასთან დაკავშირებით. ნაკლები სიკვდილიანობა, მაგრამ ბევრად უფრო დიდი გადამდებობა ქონდა - როგორც ვიცი. იყო თუ არა დღევანდელი პანიკის ნახევარი ან მეოთხედი მაინც?
ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაშინ საერთოდ არ ვიცოდი ამ გრიპის შესახებ. ჩემებს რომ ველაპარაკებოდი საქართველოში - მაშინაც არ მახსოვს ამ თემას შევხებოდეთ. ყოველ შემთხვევაში - დასამახსოვრებლად არა. არც ჩემს მეგობრებთან ან სხვა სტუდენტებთან მახსოვს ამაზე ლაპარაკი. ამიტომაც მგონია, რომ ამ პანიკის ნახევარიც არ იყო მაშინ. რატომ არის ასე? იმიტომ რომ კორონა აპრიორი უფრო საშიშია (და უცხო დაავადებაა თან)? თუ ეს სოცქსელების გამოა? თუ აგვისტოს ომის შემდეგ არ გვეცალა / დესენსიტიზებულები ვიყავით ეპიდემიების მიმართ?
|