1 უფასო სტადიონი არ გააკეთეს ამ ხნის განმავლობაში. ,,დროშა ვერ დაკიდეს`` ფაქტიურად 300 მილიონი დაილექა პარაზიტების ჯიბეში საცაა ამოიწურება პროგრამა. 2 წელში. მაქსიმუმ მთლიანი თანხის 20% ს მიეხწია ფეხბურთში მომუშავე პროფესიონალებთან. ხელფასებში და პრემიებში სტდაიონის ქირაობაში გაუშვეს ქარს გაატანეს. შედეგი 0 ნული.
* * *
ადრე ყველა უბანში გააკეთეს მინი მოედნები. არც ფონდი იყო და არც კობიაშვილი. ყველა დიდ ქალაქში ერთი უფასო ხელოვნური სტადიონი რო გააეკეთებინათ 10 ლიმონი ეყოფოდა. 3-ე 4 5 ლიგების ინფრასტრუქტურის პრობლემა მოგვარდებოდა დაახლოებით 50 გუნდს სავარჯიშო სათამაშო მოედანი ექნებოდა.
* * *
ეგეც შენი მასობრიობა , მოვიდოდნენ ინვესტორები. ფეხბურთელებსაც გაზრდიდნენ კონკურენციაც იქნებოდა. რა სპონსორი რა ინვესტორი არანაირი შეღავათი. აქაოდა ფონდი იძლევა ფულსო და საწევრო გაზარდეს ყველა ლიგაში.

gff ze ცუდი ორგანიზაცია მეორე არ არის.
* * *
https://www.crystalsport.ge/news/18954 ესეც იდოს აქ
* * *
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არაა.
ფეხბურთის დაფინანსების საკითხზე ''მთავარ არხი'' გიორგი კალანდაძესა და ილია კოკაიას ესაუბრა.
გიორგი კალანდია:''ფონდიდან მიღებული სახსრები არ არის იმდენად კოლოსალური, რომ აღნიშნული სახსრები ეყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. გეცოდინებათ პატარა სტადიონის გაკეთება 2 ან 3 მილიონი მაინც ჯდება.
საბაზისო დაფინანსება ითვალისწინებს 800 000 ლარს, დამატებით პრემიალური ფონდია....
ხუთწლიან პროგრამაში ინფრასტრუქტურისთვის 41 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. სავარაუდოდ, აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნებოდა.''
საფეხბურთო კლუბ ''ზესტაფონის'' პრეზიდენტი ილია კოკაია ფეხბურთის განვითარების ფონდის მუშაობით უკმაყოფილოა და კრიტიკულადაა განწყობილი. კოკაია აღნიშნავს, რომ თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარებოდა. კოკაია მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება კერძო სექტორის მხრიდან დიდ ინტერესს განაპირობებდა.
ილია კოკაია:''რამდენი სტადიონიც გაკეთდა, ყველა საბიუჯეტო დაფინანსებით გაკეთდა. ერთ კლუბსაც კი არ გაუკეთებია სტადიონი. როცა ''ზესტაფონში'' მოვედი, უპირველესად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ვიზრუნე. ასე მოიქცა რომან ფიფია, როცა ''დინამოში'' მივიდა.
მე ფედერაციის კრიტიკა არ მინდა, მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ გადანაწილებული ფულით კოშმარული შედეგი მივიღეთ. როცა ''ზესტაფონში'' აქტიურად ვმუშაობდი, კერძო სექტორის შენატანი ქართულ საკლუბო ფეხბურთში 20-დან 25 მილიონამდე მერყეობდა. ორი წლის წინ წავიკითხე ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიში, სადაც ეწერა, რომ კერძო სექტორმა საკლუბო ფეხბურთში 800 000 შეიტანა.''