#55992332 · 16 Mar 2020, 10:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გამოვლინდა კორონავირუსის შიდა გადაცემის უკონტროლო შემთხვევები და კერები.
რამდენი ასეთი კიდევ საერთოდ არ იცით, არავინ არ ვიცით.
მასიური ეპიდემიისაგან დასაცვად რჩება მხოლოდ 1 გზა:
14 დღიანი საყოველთაო კარანტინი/თვითიზოლაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ მოხერხდეს რამდენიმე ათეული (ან ასეულიც) ინფიცირებული/გადამტანის გამოვლენა დროულად. ეს ხალხი დადის სხვადასხვა ადგილებზე, ავრცელებენ ინფექციას.
თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი: ან მკაცრი ზომებით გააგრძელოთ ის გზა, რასაც დაავადების ჯაჭვების გაწყვეტა ჰქვია, ან დაიკიდოთ და ბრიტანეთი/გერმანიასავით განაცხადოთ რომ პასუხისმგებლობას იხსნით შედეგებზე და მიანდოთ ქვეყნის ბედი კორონავირუსის ბუნებრივ ცირკულაციას.
მეორე გზით წასვლა ნიშნავს ქვეყნის ყველა კუთხით დარტყმის ქვეშ დაყენებას, ეს ქვეყანა და პირადად თქვენ არ ხართ ამის გადამტანი.
პირველი გზის გატარებისთვის, რომელიც ბევრად უფრო იაფი დაჯდება და უფრო შეღავათიანია, გაქვთ მხოლოდ 24 საათი დრო.
ან ა/წ 18 მარტისთვის გამოცხადდება საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა, ან დადგება მეორე გზა, და მაშინ ამ კლოუნადას ტელევიზიაში იმ ცნობილი ტრიოს გამოყვანით თავი უნდა დაანებოთ, და ისე გააგრძელოთ ცხოვრება, ვითომც არაფერი ხდება.
მერე რა მოხდება, ეგ უკვე სულ სხვა პროცეებია, მაგრამ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური ნამდვილად არ იქნება.
დროზე მოეგეთ გონს! დროის ათვლა დაწყებულია.
--------------------
ნაცები=ქოცებს
|