ჯერ არაა ცნობილი რამ გამოიწვია კორონავირუსის მუტირება და ადამიანებზე გადასვლა, ამიტომ ზოგ დამთხვევას ჩამოვწერ, ჩემი აზრით რაც მოხდა იმის შესახებ, ეს ყველაფერი სპეკულაცია იქნება იქამდე სანამ ოფიციალური გამოძიება არ ჩატარდება, ამიტომ შესაბამისი სიფრთხილით მიიღეთ და არა როგორც უეჭველი ინფო
1. ვუხანის პროვინციაში, არის ეგეთი Wuhan Institute of Virology, რომელსაც 10 წელი აშენებდნენ, ბოლოს ფრანგმა მეცნიერბმა დაასრულებინეს ჩინელებს, საქმე იმაშია რომ ბიოუსაფრთხოების - მე 4 დონის ლაბორატორია, ჩინელებისთვის პირველია, იმიტომ რომ ასეთ ლაბორატორიაში იკვლევენ აეროზოლით გადამდებ, მომაკვდინებელ ვირუსებს და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვა ჭირდება თუ ასეთ ვირუსებზე მუშაობას აპირებ.
2. ამ დონის ლაბორატორიის გახსნას, მაინცდამაინც არ ემხრობოდნენ დასავლეთის წამყვანი ვირუსოლოგები, იმიტომ რომ პეკინში ერთხელ უკვე მოხდა გაჟონვა და მაშინ SARS ტიპის, ოღონდ სხვა ვირუსმა 1 მოკლა და რამდენიმე დააინფიცირა, დაავადება COVID-19 ის ვირუსი SARS-CoV-2 იგივე ოჯახიდანაა.
3. ინსტიტუტმა 2015 წელს გამოაქვყნა კვლევა, სადაც დაამტკიცა რომ SARS შეიძლება გადასულიყო ღამურიდან - ადამიანზე და სამეცნიერო ჟურნალში განხილვებისთვის დადო (
https://www.nature.com/news/engineered-bat-...=TWT_NatureNews )
4. როცა ეპიდემია იწყებოდა, სწორედ ამ ინსტიტუტის მკვლევარების გუნდმა, პირველმა აღმოაჩინა ეს ვირუსი და ცნობები საჯაროდ ატვირთა სამეცნიერო ჟურნალებში, ამავე მკვლევარებმა მიაგნეს რომ მანამდე არსებული წამალი რემდესვირი - წარმატებით ებრძოდა უკვე დაავადებულ სხეულს და სცადეს ამ მეთოდის დაპატენტება ჩინეთის მასშტაბით. (
https://www.bloomberg.com/news/articles/202...oronavirus-drug )
5. სხვა ქვეყნების ვირუსოლოგები ამჟამად გამორიცხავენ რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა რადგან მისი დნმ არ აჩვენებს ჩარევის კვალს, მაგრამ ფიქრობენ რომ შესაძლოა გარკვეული შემთხვევის გამო, ვირუსმა ხალხში გაჟონა. გაყვა თანამშრომელს, ან ჭამეს დაინფიცირებული ცხოველი
6. ჩინელი მეცნიერებიდან ზოგი თავის ექსპერიმენტებში გამოყენებულ ცხოველებს, მერე ჩუმად ყიდის საჭმელად, ერთი ასეთი შემთხვევის გამო, ციხეშიც ჩასვეს (მაიმუნებს ყიდიდა)
7. კორონავირუსთან ბრძოლის ფრონტი, ოფიციალურად ჩააბარეს გენერალ მაიორ ჩენ ვეის, რომელიც ჩინეთის ეპიდომოლოგი, ბიოტექნოლოგიების ექსპერტია სამხედრო ჩინით. იქამდე სწავლობდა SARS ის და Ebola - ს შემთხვევებს.