ჩვენს შესახებჩვენ ბაზარზე ვართ 2008 წლიდან, ჩვენ ვქმნიდით WAP საიტებს მობილურებისთვის, ასევე JAVA თამაშებს მობილურებისთვის, ბაზრის მოთხოვნების ცვლილებასთან ერთად გავაფართოვეთ პროფილი.
დღეს ჩვენი მომსახურების სფერო მოიცავს ნებისმიერი მოცულობისა და სირთულის ვებ-გვერდების დამზადებას - პრომო (სავიზიტო) საიტებიდან მსხვილ კორპორატიულ პორტალებამდე, სარეკლამო ვიდეო რგოლებისა და სარეკლამო ბანერების დამზადებას, SEO ოპტიმიზაციას და დიდი მოცულობით ტრეფიკის გადაყვანას ვებ გვერდზე, რაც საშუალებას მოგცემთ გააცნოთ თქვენი პროდუქტი ფართო მასებს.
ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევისას ჩვენ გპირდებით ოპერატიულად შესრულებულ, ხარისხიან პროდუქტს და აღებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებას, ვინაიდან ჩვენი მიზანია დამკვეთების კმაყოფილების დამსახურება და მათთან ხანგრძლივი, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
კომპანიის მისიაა ისეთი პროდუქტის შექმნა და გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომელიც იქნება ეფექტიანი მარკეტინგული ინსტრუმენტი ჩვენი დამკვეთებისათვის
ჩვენი უპირატესობები - ვინაიდან და რადგანაც ვთვლით, რომ დაბალი ფასი და მაღალი ხარისხი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა სარეკლამო კომპანიას უნდა ახასიათებდეს. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ გამორჩეულები და გთავაზობთ აგვისტოს ბოლომდე ვინც გააკეთებს შეკვეთას: სარეკლამო ვიდეო რგოლზე, ვებ საიტზე ან/და ვებ დიზაინზე, ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი სარეკლამო სახით განთავსდება არა მხოლოდ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, არამედ ჩვენს პარტნიორ მაღალ რეიტინგულ ფეისბუქ გვერდებზე, რომელთაგან ყველაზე დიდი გვერდი 200 000ზე მეტი მოწონებით გამოირჩევა.
მოიწონეთ ჩვენი
ფეისბუქ გვერდი სიახლეების ოპერატიულად მისაღებად.
ასევე გვეწვიეთ ვებ გვერდზე დეტალური ინფორმაციისთვის და შეკვეთის გასაკეთებლად :
ProADs.GEეს კი პრომო ვიდეო: