#56004956 · 18 Mar 2020, 16:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა
2020-03-17 14:03 Image ამის შესახებ საავადმყოფოს ოფიციალური გვერდი იუწყება და ასევე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამავე ქალბატონისგან თენგიზ ცერცვაძემ დაბადების დღეზე ნახატი მიითო საჩუქრად. მოგეხსენებათ, ცნობილი ექიმი ბუების კოლექციონერია.
გთავაზობთ საავადმყოფოს პოსტს:
“კატეგორიულად ითხოვდა ამ ფაქტის აფიშირება არ მომხდარიყო, მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მისი სახელი – პატრიცია დელონი! ბოქსირებული განყოფილების ექთნებს ხელფასზე დანამატი დაურიცხა და ასე გამოხატა თანადგომა… თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მომავალ თვეს თუ საშუალება იქნება ექიმებს წაახალისებს… არც იუბილარი თენგიზ ცერცვაძე დავიწყებია. საჩუქრად საკუთარი ნახატი, თავისი და მამის, ილია დედიაშვილის პოეტური კრებულები უსახსოვრა. ექსპრომტად ლექსიც მიუძღვნა და ჯანმრთელობა უსურვა… მადლობა ქალბატონ პატრიციას! სიკეთე გადამდებია…” **************
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას ვინც ამ პროგრამაში ერთვება იმიტომ, რომ ბევრი კომპანიაა, რომელიც უანგაროდ მონაწილეობს კერვაში. მაგალითად, „აჭარა ტექსტილი“ . მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გარკვეული რაოდენობა შეკერონ უსასყიდლოდ. ასევე კომპანიები, ვინც გვაწვდის ნედლეულს, აქაც გარკვეული მოცულობა იქნება უსასყიდლოდ მოწოდებული და სწორედ ეს არის იმ კონსოლიდაციის და ერთსულოვნების გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს“, - განაცხადა თურნავამ. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში პირბადების დამზადებაში ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული.
როგორც მან აღნიშნა, პირბადების პირველი პარტია გადანაწილებული იქნება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოში ადგილობრივი პირბადეების კერვის პროგრამა და ხვალ უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო არის „აჭარა ტექსტილი“. მე ფოთში ჩავალ ხვალ და ვესტუმრები ამ საწარმოს, რათა პირბადეების პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო. მინდა ვთქვა, რომ ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში და ასევე, რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული. ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი პარტია იქნება შეძენილი თვითონ სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტი შეხება მაღალი რისკის კატეგორიასთან. საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელსაც აქვს თავისი გამოყენების ინსტრუქცია და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|