ამ თემაში ავღწერთ რა განვითარების ეტაპზე არიან რუსეთი და საქართველო, რა საერთო გვაქვს ეკონომიკურ/პოლიტიკურ/სოციალურ ჭრილში.
რუსეთი ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს პუტინი აგერ უკვე 3 ათწლეულია ლამის, შედეგად რა მიიღო რუსეთმა და საზოგადოებამ რომელიც იქ ცხოვრობს:
1) გაქრა ოპოზიცია - რეალური მუხტიც კი არ არსებობს რომ რაიმე შეიცვალოს
2) დაზომბირდა მოსახლეობა განსაკუტრებით დიდ ქალაქებში, თორემ სტეპებში და ციმბირებში ისევ გამოქვაბულში ცხოვრობენ და მათთვის არც არაფერი შეცვლილა
3) მედია საშუალებები მაქსიმალურად მოგუდულია
4) ეკონომიკა ჩამოკიდებულია მხოლოდ ნავთობპროდუქტებისა ხარზე უმეტესად, ნებისმიერი მცირე ცვლილება მათ ფასზე მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკაზე და რუბლის კურსზე.
5) არ არსებობს ნორმალურად მომუშავე ინსტიტუცია - კორუფციაში იხრჩვება მთელი რუსეთი
6) ოლიგარხები ბაბანებენ, ბიდლო შიმშილობს
7) თუ კრიშა არ გყავს ბიზნეს ვერ აკეთებ
8) გადაიმტერა უმეტესი მეზობელი ქვეყანა
9) წარმატებად აფხაზეთის, ოსეთის და ყირიმის დროებით ხელში ჩაგდებას ასაღებენ, რომელიც მათი შესანახია ეს წლები და პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში დაკარგავენ მაგ მოპოვებულ რეგიონებს
10) არანაირი ტექნოლოგიური წინსვლა რუსეთს არ ჰქონია მთელი ეს წლები, უფრო მეტიც, საბჭოეთს გაცილებით ძლიერი მეცნიერები ყავდა ვიდრე რუსეთს ყავს.
11) განათლება - კომუნისტური და რეალურად არც ერთი წამყვანი უნივერსიტეტი არ აქვს რუსეთს დღეს
12) ცდოლობს ძალისმიერი მეთოდებით მოახდინოს ბუფერული ზონების და გავლენის სფეროების გაფართოება, რაც უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე სავარაუდოდ ხელში გაეჩხირება.
13) 20-30 წლიან ჭრილში ამ ქვეყანას შანსი არ აქვს რამე ეშველოს. რომც შეიცვალოს პუტლერა, მოსახლეობას ძალიან დიდი ხანი დაჭირდება რომ თანამედროვე ადამიანად ჩამოყალიბდეს.
14) გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთმა გავლენები დაკარგა, შეისუსტა პოზიციები და ომი თუ მოხდა შეიძლება გერმანიაზე ცუდ პონტში ჩვარდეს როგორც 2 მსოფლიო ომის მერე იყო.
საქართველო - ბოლო 30 წლიანი პერიოდი რომ განვიხილოთ
1) სამოქალაქო ომი, დაკარგული ტერიტორიები + ომები
2) გარკვეული ინსტიტუციები შეიქმნა, თუმცა მათი უმეტესობა ფასადურად, შიგნეული ისევ დამპალი აქვს
3) ბიუჯეტი შედგა და ასე თუ ისე საგადასახადო სისტემა მოწესრიგდა, ბევრი დირკებია თუმცა სურვილის შემთხვევაში მარტოვად დაძლევადია
4) უვიზო და ასოცირება EU-სთან, რაც ეკონომიკისთვის ძაან კაია, მინიმუმ 12% ვზოგავთ იმპორტისას.
5) მმმართველები რომელსაც თავი მონარქები ჰქონიათ, ეხლა კიდევ მთლად ჩრდილიდან მართავს, ეტყობა მზის ეშინია

6) მოშლილი სტრუქტურები
7) ნეპოტიზმი და კორუფცია ყველა ფენაზე
8) სრული ნიჰილიზმი საზოგადოებაში
9) მოშლილი მედიცინა და მეცნიერება
10) ჯარი რომელიც დღითიდღე დეგრადაციას განიცდის
11) პოლიცია გადაქცეული მილიციად
12) ჯიბის სასამართლო
13) რუსეთთან შედარებით ცოტა უკეთესი მედია გარემო
14) შეუმგარი ერის სტატუსი მსოფლიო არენაზე
15) მიგრაციის დიდი ტალღა ევროპისკენ
16) მსოფლიოში დაკარგული საერთაშორისო როლი (უკრაინასთან ხურდაში თუ მოყვებით სადმე)
17) ბიდლო - რომელსაც ასევე არაერი ეშველება 20-30 წელი მინიმუმ
18) ჯოგურად მოაზროვნე საზოგადოება
მგონი საერთო ბევრი გვაქვს ხო??? ბოლო 10 წელი განსაკუთრებით გადმოგვაქვს და გადმოგვაქვს მათი "ბესტ ფრაქთისები" იდეალურად და ვნერგავთ.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.