ზურაბ ჯაფარიძე: პანიკა საჭირო არაა, იმუშავეთ!
''გირჩის'' ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ფეისბუქის პირად გვერდზე, გარდაუვალ ეკონომიკურ კრიზისზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
''კორონა ჩაივლის, კურსი დასტაბილურდება და გვეშველება, არაა პრობლემაო.
კურსი ტაბლოზე რიცხვები ჰგონიათ
გაქცეული კურსი ესაა:
სამუშაო ადგილები რომლებიც უნდა შექმნილიყო ან შენარჩუნებულიყო, შემოსული უცხოური ინვესტიციების შედეგად - ეგ ხალხი ახლა შემოსავლის გარეშეა, დიდი ნაწილი ვალს ვეღარ იხდის, მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნალურებსაც კი.
სამუშაო ადგილები რომლებიც უნდა შექმნილიყო ან შენარჩუნებულიყო შემოსული ტურისტების მიერ დახარჯული ფულის შედეგად - ეგ ხალხიც ახლა შემოსავლის გარეშეა, დიდი ნაწილი ვალს ვეღარ იხდის, მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნალურებსაც.
შემოსავლები რომლებიც უნდა მიეღოთ ოჯახებს აქ, უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრებისგან, მაგრამ ვეღარ მიიღებენ ან ნაკლებს მიიღებენ იქ შექმნილი ეკონომიკური პრობლემების გამო - ეგ ხალხიც ახლა შემოსავლის გარეშეა, ან შემცირებული შემოსავლითაა, დიდი ნაწილი ვალს ვეღარ იხდის, მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნალურებსაც.
გაზრდილი ყოველთვიური ხარჯი იმ ოჯახებისთვის, რომელთაც სესხი აქვთ დოლარში - ნაკლები ფული რჩებათ, ან საერთოდ აღარ რჩებათ, იმისათვის რომ სხვა რაღაცეები, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში საკვები იყიდონ.და ა.შ და ა.შ.
ყოველი ლარის გაუფასურებული მეასედის უკან, კონკრეტული სიცოცხლეები დგას, დღეს და ახლა და არა ზეგ და მომავალ წელს.
ამიტომ, პანიკა საჭირო არაა, არც ზერელე დამოკიდებულება.
ვირუსი საშიშია, ისევე როგორც შიმშილი!
ვისაც შეგიძლიათ - იმუშავეთ დისტანციურად!
სცადეთ, შეიძლება გაირკვეს რომ სულ ტყუილად დადიოდით სადღაც ყოველდღე და მშვენივრად გამოგდით დისტანციურადაც.
ვისაც არ შეგიძლიათ დისტანციურად - იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, დაიცავით ჰიგიენის, უსაფრთხოების და დისტანცირების წესები, მაგრამ გაინძერით!
სხვა გზა არაა, მთავრობა ვერ გიშველით, ვერავინ გიშველით საკუთარი თავის გარდა.
სჯობს ეს ახლავე გაიაზროთ, ვიდრე 1-2 თვის მერე მიხვდეთ''-დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.
https://www.girchi.com/ge/media/news/2622-z...OybQJta8Qbhn_20მოდი ახლა ვნახოთ რეალურად რა დაწერა ამ ქლიავმა
1. უცხოური ინვესტიციებიო. რა უცხოური შე სირო, ვინ შემოვა ახლა ირანიდან გამოქცეული კორონიანი ბორდელების ინვესტორები?
2. ტურისტებიო. ამას ჰგონია რომ თუ კარანტინი და შეზღუდვები არ იქნება ტურისტები მოგვესევიან. აბა რა უნდა თქვა ამაზე კაცმა
3. ცოტა გადმორიცხვებია უცხოეთიდანო. თუ დავიკიდებთ კორონას ბევრი იქნებაო ეტყობა გულისხმობს
4.გაზრდილი ხარჯი ვისაც სესხი დოლარში აქვსო. ვიცით ბატონო, შენზე უკეთ ვხვდებით, მაგრამ თუ ეს ადამიანი დაიბრიდა ან ერთი თვე ჩაწვა, შეუმსუბუქდება საქმე? მასობრივი უკონტროლო გავრცელება სავარაუდოდ კატასტროფას და არეულობას მოიტანს. პრინციპში თქვენნაირ უპასუხისმგებლო ნაძირლებს ზუსტად ეგ გინდათ.
5. დისტანციურად იმუშავეთო.

ვიცით ჭკუისკოლოფო და ისედაც ვმუშაობთ ვისაც შეგვიძლია.
ანუ რა თქვა ბოლოს? რამდენიმე სისულელე და ერთი ის რაც ისედაც ყველამ იცის.
იაგო და ის მეორე უფრო მეტ სირობებს იძახიან

ესეც მაგათ ჭკუაზეა, მაგრამ უფრო ვირეშმაკაა და ბოლომდე არ უნდა გაიშიფროს.
საინტერესოა ის 1% რას ფიქრობს ახლა, ვინც ამათ ხმა მისცა.
This post has been edited by Demolition on 25 Mar 2020, 08:30