აღმაშენებლის გამზირი მე-18 საშუალო სკოლის სარდაფი არც თუ ისე განსხვავებული დღე ყველანი სარდაფის ლაგებაში არიან ჩართული რამოდენიმე დღეში აქ სტუდია გაიხსნება სტუდია სადაც შედევრები ჩაიწერება წლების მანძილზე . . . შედევრები ისეთი ჯგუფებისა როგორიცაა ზუმბა / 33ა / რობერტ კუხიანიძე და ჯგუფი აუტსაიდერი და რაღა თქმა უნდა თავად ჯგუფ მთვარის კლუბის.
კაკი ჯაფარიძე კაბელების შეერთებით არის დაკავებული ხოლო ლევან ქუმსიაშვილი ნაბახუსევია და ფიქრობს აუფ რა გაიტანს ახლა ამ დახეულ ნოხს და ძველის ძველ დღის განათებებს . . .
ცოტა ხანში სარდაფი სტუდიას ემსგავსება დინამიკები S-90 და ძველი რუსული მიქშერი (თუ არ ვცდები "ამფიტონ") უკვე მზად არიან თუმცა ამ ძველის ძველ მიქშერზე იმ დროისათვის ერთ ერთი სახარბიელო ჩამწერი A/ DAT ია შეერთებული ხოლო მიკროფონი SHURE SM 58 საპატიო ადგილასაა მოთავსებული . . .
ეს ჩემი საყვარელი ტრეკი
http://share.boom.ge/?d=AA9CC7081 თუ არის მსურველი მთელ ალბომს ავქაჩავ .
ყველას ახსოვს ალბათ ეს ჯგუფი და მათი შემოქმედება

მე პირადათ ელექტრონული მუსიკის თაყვანისმცემელი ვარ მაგრამ არ შეიძლება გულგრილად დავრჩე ასეთი ჯგუფის წინაშე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ ჯგუფის სიმღერებთან და იმ სარდაფთან სადაც ახლა ნაგვის მეტი არაფერი არ ყრია

სკოლასთან გავლისას ახლაც ჩამესმის მათი რეპეტიციის ხმები რომელიც ჩემი ბავშვობის მოგონებიდან მოდის
მოდერმა მომიტევოს ვინაიდან უკვე მაქვს ვორნი . . . ვერსად ვერ მოვიძიე ეს თემა შეიძლება სადმე საწყობში დევს რომელიმე მტვრიანი ლინკების გვერდით . . . და თუ არის სადმე მზად ვარ კიდევ ერთი ვორნი ავითვისო 40% .