ეს პატარა საიტი
Zenrus ასე ქვია და ვერ გეტყვით ეს "ძენ" რას ნიშნავს და კავშირი აქვს თუ არა ბუდიზმთან, მაგრამ საინტერესოა იმით რომ, ისეთივე მარტივია როგორიც რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა, სულ სამი რამ არის ყოველ წამიერი ცვლილებებით, რუსული რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში, რუსული რუბლის კურსი ევროსთან მიმართებაში და ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე.
ამ დონეზე და ასე სიღრმისეულად ვერ ვერკვევი ეკონომიკაში, მაგრამ ერთ რამეს კი მივხვდი, რამდენადაც იკლებს ნავთობი, მეტად უფასურდება "მანეთი".
მაგალითად დილით იყო 27 და და რუბლიც დოლართან მიმართებაში 78 იყო, ახლა არის ნავთობი 25 და რუბლი კი 80 ს გაცდა.
ძალიან გთხოვთ უდროო და შოვინისტურ პოსტად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ამ კორონავირუსობის დროსაც კი ვფიქრობ ჩრდილოელ მეზობელზე, ახლაც და უწინაც მიმაჩნდა რომ ჩვენ სამწუხაროდ ღია ომი გვაქვს რუსეთთან, რომელიც ყოველდღიურად აფართოვებს თავის დაუსრულებელ საზღვრებს ჩვენს ხარჯზე, ყოველ დღე გვიმატებს დევნილებს და ნაბიჯ-ნაბიჯ გვიპყრობს, ამიტომაც ამ კარანტინობის, ძნელბედობის და უბედურების ჟამსაც ვცდილობ დავინახო რაღაც პოზიტიური, ჰაერი გაიწმინდა, გლობალური დათბობის ზრდის პროცესი ცოტათი შემცირდა, თბილისის თავზე ვარსკვლავები დავინახე და რუსეთის იმპერიის ჩამოშლაზე ოცნებაც ოდნავ, ძალიააან ოდნავ კონტურული ხდება.
პ.ს. სანამ რუსეთი დაიშლება, ჩვენ მოგვიყოლებს და რუსეთის ეკონომიკა თუ ვერ გაუძლებს ჩვენი გაუძლებს?! << ესენი ვიცი, აქედანვე გიპასუხებთ ჩვენ მაინც "გვერხის" და რუსებსაც თუ "დაერხევათ" ამით უფრო მშვიდად "დავირხევ"
პ.პ.ს. ის იუსერი თუ შემოვა და კიდევ ერთხელ დამიწერს რომ "სამხრეთ კოკოითები" თრუსოს ხეობას რომ არ იღებენ, ეს რუსების კეთილშობილების დამსახურება... პირველ warn ს ავიღებ ჩემი ფორუმული მოღვაწეობის ისტორიაში...
This post has been edited by kamech on 23 Mar 2020, 04:29
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare