რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვეიტერზე" ინფორმაციას კონგრესმენი აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძესთან კორონავირუსთან დაკავშირებით ჰქონდა კომუნიკაცია, ასევე განიხილეს ეკონომიკური გამოწვევები.
"შესანიშნავი სატელეფონო ზარი მქონდა არჩილ თალაკვაძესთან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. ასევე ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ყველა ვდგავართ. ჩვენი მეგობრობა და კავშირი ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის",-წერს კინზინგერი "ტვიტერზე".
https://twitter.com/RepKinzinger/status/1242563769160609792
საქართველო უპირველეს ყოვლისა...