გამარჯობა მეგობრებო, იანვარში მე და ჩემი მეგობარი ვიყავით მილანში, აეროპორტში ჩასვლისას კომპანია SIXT-ში ვიქირავეთ მანქანა, კონსულტანტებს როდესაც ვკითხეთ ქალაქში პარკინგის პრობლემებზე, სხვადასხვა გადასახადებზე, მივიღეთ ძალიან მწირი ინფორმაცია, ერთადერთი გვითხრეს, რომ თუ კომოზე ვაპირებდით წასვლას, მაგისტრალზე მოგვიწევდა გარკვეული თანხის გადახდა (ესეც ჩვენ ვუთხარით რომ კომოზე გვინდოდა წასვლა და ვკითხეთ თუ რამდენი იქნებოდა მაგისტრალის გადასახადი). ასევე ვუთხარით, რომ ქალაქის ცენტრში ვაპირებდით ძირითადად მოძრაობას და ამაზე გვიპასუხეს რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.
პირველივე დღეს მივხვდით რომ პარკინგები განსხვავებული იყო, ზოგი ფასიანი, ზოგზე მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლოთ გაჩერება, ანუ ჩვენ მარტო ფასიანის გამოყენება შეგვეძლო(ამაზეც არ უთქვამთ არაფერი). ნიშნებზე წარწერები მხოლოდ იტალიურ ენაზე იყო.
მოკლედ, გავიდა 2 თვე და მოგვივიდა ჯარიმები, ცენტრალურ უბნებში საშვის გარეშე მოძრაობაზე ჯარიმა 87 ევრო ყოფილა. ჯამში მოვიდა ექვსი ცალი 87-ევროიანი ჯარიმა, SIXT თითო ჯარიმაზე კიდევ 36 ევროს გვიმატებს

წერილი რათქმაუნდა იტალიურად არის და ნახსენებია რომ 5 დღეში გადახდის შემთხვევაში 30% აკლდება, რათქმაუნდა კომპანიამ ამ 5 დღეში წერილი არ გამოგვიგზავნა და ეს გააკეთა გაცილებით გვიან.
რას ფიქრობთ, რისი გაკეთება შეგვიძლია? მარტივად რომ ვთქვათ ტრაკში ვართ?

თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება ან თუ იცით არ გადახდის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს?