მართლა ისტერიაა ქვეყანაში. დავიჯერო მარტო მე შემაწუხა ამ ისტერიამ? ვინმე ფიქრობს თუნდაც სწორი განწყობის შექმნაზე?
რომ დავუკვირდი მიზეზებს მივხვდი რომ:
1. ხვალ რა იქნება არ ვიცით და ეს ყველა ჩვენთაგანზე განსხვავებულად მოქმედებს.
2. არ გაგვაცნეს თუნდაც დაახლოებით მოქმედებების გეგმა.ფაქტიურად "რეკომენდაციების" ამარა ვართ
(რეკომენდაციების ამარა - როგორ იწერება არ ვიცი და ეგრე დავწერე)
სურვილი მაქვს რომ ამ თემაში ვიხილო იმ საჭირო მომქედებების ჩამონათვალი რაც აუცილებელია რომ განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. თქვენი აზრი შეიძლება ძალიან გამოსადეგი და ყურადსაღები იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი თხოვნა მექნება მხოლოდ კონკრეტული პრობლემების გარშემო ვისაუბროთ.
რა არის გასაკეთებელი და რა არ კეთდება სათანადოდ?