1. ჩავედი ბელორუსიაში თვთმფრინავით, დამხვდნენ ჩემები ავტომობილით და წამოიყვანეს მოსკოვში
2. არასდროს არ იმგზავროთ "ბელავიას" თვითმფრინავებით, საშინელება იყო, მე რაღაცა მეტს მოველოდი (მაინც პირველად ვიჯექი თვითმფრიანვში, თანაც ბოინგში), ამგრამ ძველი ჯართი პაზიკი რო დადის სოფლებში, მასე ჯაყჯაყებდა და ხმაურობდა და არანაირი კომფორტი, ვენტილაცია ცუდი იყო, ბიზნეს-კლასის პრეტენზია არც მქონია, ამგრმა როგორმე თვითმფრინავმა უნდა აჯობოს მატარებლის პლაცკარტს, რავიცი.
კვება ნორმალური იყო, გემრიელად მივირთვი
3. თბილისი - სინათლის ქალაქი. გავიაზრე როცა ავფრინდით, და გავისიგრძეგანე როცა ჩავფრინდით. ჩაბნელებული მინსკი (თბილისის ფონზე მართლა ბნლია, თორე სინათლეები იქაც ენთო, თან 4ზე გავფრინდი და იქაური დროით 6ზე ჩავედი, ეგეც სხვაობაა)
4. თავად აეროპორტს არაუშავდა, ოღOდნ რატომღაც არავის გავუფრთხილებივართ (ნაწილს მგზავრებისას უთხრეს, დანარჩენზე ალბათ დაავიწყდათ) თურმე იქ უნდა შეავსო პატარა საემიგრაციო ბარათი რუსულ ენაზე.
5. აეროპორტი შიგნიდან სავეცკი საიუზ, გარედან უფრო თანამედროვედ გამოიყურება, ჩვენი სჯობს ბევრად რა.
6. ყურები რამდენიმე დღე მქოდნა დაგუბებული, ან სტიუარდესებს კIთხეთ ან ვინმე მცოდნეს, ისე 1-2 კანფეტი აიღეთ რო დაარიგებენ და ჩადებისას წუწნეთ, ცოტათი ანელებს მგონი თუ ყურადღება გადაგაქვს, მე პირი მქოდნა დაბჩენილი (მაგ დროს ყურებზე წნევა იკლებს), მაგრამ ვერ მიშველა

7. გზა მოსკოვისაკენ. საზღვარი ისე გადავიარეთ, არავის და არაფერს არ შევუფერხებივართ, თუმცა კაიხელა მანძილია, სადღაც 600 კმ. ტრასები ჩვენსას სჯობს ალბათ, მაგრამ არაფერია დასათვალიერებელი, სრული ერთფეროვნება, არყის ხეები და ნაძვები შერეული ალაგ-ალაგ ბენზინგასამრთი სადგურები მარკეტებით ზოგჯერ რაიმე დასახლებას მოკრავ თვალს და მორჩა.
ანუ - გირჩევთ გამოიძინოთ, თუ საშუალება გაქვთ, არ ინანებთ, რომ რაიმე გამოგრჩათ
8. გზა - გზებზე მოაჯირები რომ მიუყვება, ყველას ბოლო ავს დახრილი და მიწაში ჩაფლული, ანუ თუ ავტომობილი მართვას დაკარგავს და შეასკდა, ზიანი შემცირდება, და არ აისე, გამოშვერილზე რო შეასკდება და ჭრის მანქანას. მცირე მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზია ასევე ტრაფარეტები ყოველ 10-20 კილომეტრში ერთხელ (ან ემტი ან ნაკლები, არ ვიცი, არ ვაკვირდებოდი). რომლებიც გვამცნობენ, რომ წინ არის ნაგავსაყრელი. მანქანა შეუხვევვს, დგას ურნა ნაგვის და ჩაცლი რც გაქვს, ემრე გზას განაგრძობ. ხიდებს ქვეშ როცა გავდივართ, პლაკატებია ბუენბის და ცხოველების (ძირითადად ზღარბების) გამოსახულებით, რომლებიც "მადლობას გვიხდიან", იმისათვის, რომ გარემოს არ ვაბინძUრებთ.
კარგი აზრია, ბავშვობაში სულ მიკვირდა ასეთი რამის გაკეთებას რატომ არავინ არ იფიქრებდა, და თურმე ვიღაც აკეთებს, ჩვენთანაც კარგი იქნებოდა რომ იყოს.
9. მოსკოვის შემოგარენი. რაც ვუახლოვდებოდით მოსკოვს, მით უფრო მატულობდ ადასახლელბები და გზის განაპირას ჩნდებოდა ღობეები ძირითადად ნაცრისფერი ან მუქი მწვანე, ზოგჯერ ცოტა სხვადასხვაგვარი ფრომის, სიმაღლე 2-3მეტრიდან ალბათ 8-10 მეტრამდე, როგორც მივხვდი და მერე დამიდასტურეს, ამ ღობეების დანიშნულებაა, რომ ხმაურისგან დაიცვას დასახლება დ ანაგავ-გამონაბოლქვი შეამციროს იქ, სადაც დასახლებაზე გადის მაგისტრალი, ნეტა ჩვენც გვქონდეს

დანარჩენს მივაწერ მერე, არ ვარ ბლოგერი და ესეც იმიტომ ვწერ, რომ იქნება ვინმეს გიბიძგოთ და რაც მომეწონა, ის თუ შეგეძლებათ ჩვენთანაც გააკეთოთ