#56050537 · 26 Mar 2020, 12:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტოტალურად დაიკეტა სამუშაო ობიექტები, ტოტალური უმუშევრობის დაწყებაც სახეზეა, არადა ეს ჯერ კორნაკრიზისის პიკზეც არ ვართ, ორი კვირით გადაწია საქართველომ ეგ პიკიო უბრალოდო, უფრო მომზადებული რომ შეხვდესო, აცხადებს დასავლეთიო, სამთავრობო იმედიან ქრონიკას თუ დავუჯერებთ, ანუ უარესი კიდევ წინ გველის და როგორც ჩანს, კიდევ კაი დიდი ხნით...
მთავრობამ მინიმალურ-ელემენტარული სოცვაუჩერების ნაცვლად სამი თითის 41-რაკურსიანი კომბინაცია დაანახა ხალხს, თქვენ თავს თავად მიხედეთ და უშველეთო, თანაც განსაკუთრებით დედაქალაქის შემთხვევაში ლამის ყველაფრის აკრძალვა-შეზღუდვის და მრავალათასიანი ჯარიმების პირობებშიო... თბილისისკენ მატარებლების, ავტობუსების, გაუქმების ფონზე ამასთანავე...
ჰოდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე იქნებ დროა, ვისაც ამის მინიმალური მაინც შესაძლებლობა აქვს, დაუბრუნდეს თავის მშობლიურ მხარეს? შესაძლოა ძალიან კატეგორიულად და მკვეთრად ჟღერდეს, მარა ბევრი უნდა დაუბრუნდეს სოფელს და მიწის დამუშავება დაიწყოს, სოფლის მეურნეობას მიჰყოს ხელი, მორჩა გაუთავებელი გადაყიდვებით, გადაჭარბებული ვაჭრობებით და გადავსებული ტაქსაობით "იოლი" ფულის შოვნის დრო... ყველა ვეღარ გადაირჩენს თავს თბილისში...
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|