რა რომელია ეგ თქვენ გაარკვიეთ
კომპანია „სარაჯიშვილი“ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 50 000 ლარს გადარიცხავს
კომპანია „სარაჯიშვილი“ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 50 000 ლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურმა აცნობა.
„კომპანია „სარაჯიშვილი“, რომელიც საუკუნეზე მეტია არსებობს, დაარსების დღიდან ქველმოქმედებით გამოირჩევა. კომპანიის დამაარსებლის, დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება ქირურგიული საავადმყოფოების, სკოლების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დარგობრივი ინსტიუციების დაფინანსება. დღესაც, როდესაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიაა, „სარაჯიშვილი“ მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, 50 000 ლარის ოდენობის თანხას ურიცხავს.
ვთვლით, რომ დღეს სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება ერთიანი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამას. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე", - აცხადებენ კომპანიაში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/59...ars-gadaricxavs
არქიმ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალს 20 000 ლარი გადასცა
დღეს არქისა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც კომპანია 20 000 ლარს გადარიცხავს საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში.
„ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა აქტივობებს კორონავირუსთან ბრძოლაში წვლილის შესატანად. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამედიცინო სფეროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ახლა თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის,“ - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
არქი მოუწოდებს კერძო სექტორს, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევის დაძლევაში.
„მადლობას ვუხდით კომპანია “არქის” გვერდით დგომისთვის და ჩვენი სამედიცინო პერსონალის დაფასებისთვის. კერძო სექტორის ჩართულობა და თითოეული მსგავსი ტიპის დახმარება მნიშვნელოვანია იმ დიდი საქმისთვის, რასაც კორონავირუსის დამარცხება ჰქვია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ სახლიდან“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
არქიმ რამოდენიმე დღის წინ გადასცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს 500 ყუთი სამედიცინო ხელთათმანი, დიდი რაოდენობით სადეზინფექციო ხსნარი და სხვა საჭირო ინვენტარი, ხოლო დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში გადარიცხა თანხა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეულობით ათას ლარს გამოყოფენ და ეტაპობრივად არაერთ აქტივობას განახორციელებენ, რათა დაეხმარონ სახელწიფოს კორონავირუსთან ბრძოლაში.
გუშინ კომპანიამ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც არქის ყველა თანამშრომელი უკლებლივ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებსა და ხელფასს, მიუხედავად შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა.
არქის ყველა სამშენებლო ობიექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება და ყველა პროექტის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა მობინადრეებს დათქმულ ვადაში ჩაბარდეთ ბინები. მშენებლობებზე დაცულია სანიტარული და უსაფრთხოების ზომები და თითოეული თანამშრომელი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ეკიპირებით.
https://www.interpressnews.ge/ka/article/59...00-lari-gadasca ლიბერთი ბანკი, საკუთარი რესურსით 100 მლნ ლარიან პროგრამას იწყებს პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით
ლიბერთი ბანკის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.
როგორც უკვე განვაცხადეთ, ლიბერთი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და ვიწყებთ 100 მილიონ ლარიან პროგრამას - აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით. ახლა კი, დეტალები თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა წინასწარ და როგორ შეძლებენ 70 წლის და ზევით ჩვენი თანამემამულეები ამ თანხებით სარგებლობას: პენსიები წინასწარ ჩაირიცხება 70 წლის და ზევით ჩვენი მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და უკვე ხვალიდან, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხებით, ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით - მაღაზიებსა და აფთიაქებში.
ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრში კი, ერთი ზარით, შეძლებენ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.
ამიტომ, წინასწარ ჩარიცხული პენსიით, უფასოდ, სარგებლობა მომხმარებლებს შეეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას. ხოლო, რაც შეეხება განაღდებას, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყველა პენსიონერს ეტაპობრივად, ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით. ამ გრაფიკის სანახავად, ჩვენ შევქმენით სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც ძალიან მარტივად, შესაძლებელია ნახვა თუ როდის შეძლებს მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობას. ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც თითოეულ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთან - განახორციელებს ავტომატურ ზარებს და შეტყობინებებს ნაღდი ფულით სარგებლობის თარიღს და ასევე, უპასუხებს მათ კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან. ზარი უფასოა. ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში. ეხლა დროა, რომ გავერთიანდეთ ყველა, და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე. ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ, ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლის და ბანკში ვიზიტის საჭიროება.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
მადლობა.
ვასილ ხოდელი
გენერალური დირექტორი ლიბერთი ბანკი
https://www.interpressnews.ge/ka/article/59...is-mimartulebit "ლისი დეველოპმენტის" განცხადება
კომპანია ლისი დეველოპმენტი მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას და ეხმაურება მამუკა ხაზარიძის მოწოდებას არსებულ სიტუაციაში სახელმწიფო და კერძო სექტორის გაერთიანებასა და ძალების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:
,,ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ! კომპანია ლისი დეველოპმენტი მხარში უდგას ჩვენს ქვეყანას. პირველ ეტაპზე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ გამოვლინდა მათი პირველადი საჭიროებები, რის საფუძველზეც შევიძინეთ მათთვის პრიორიტეტული ნივთები.
ქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა შექმნილ სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებთან, რათა ახალი საჭიროებების შესაბამისად მოვახდინოთ რეაგირება და მოვემზადოთ მომავალი გამოწვევებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ჩართულია COVID-19 -თან ბრძოლაში და შრომობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების შეუფერხებელ მიწოდებაში.
კომპანია სრულად გადასულია დისტანტციურ მმართველობაზე, ამასთანავე მშენებლობის პროცესი ყველა პროექტზე უწყვეტად მიმდინარეობს.
ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება!’’
https://www.interpressnews.ge/ka/article/59...ntis-gancxadeba XS და „პეპელას“ სათამაშოების უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა
წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ ვებ-გვერდს სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ და XS-ის პროუქცია დაემატა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, „ბიბლუსის“ არტის, კრაფტისა და წიგნების მსგავსად, „პეპელას“ და XS სათამაშოების შეძენის შემთხვევაში, უფასო მიტანის სერვისი მოქმედებს.
„კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თვითიზოლაცია საუკეთესო გამოსავალია, თუმცა პატარებისთვის ეს პროცესი საკმაოდ რთულია, როცა ისინი თანატოლებთან ერთად ყოფნასა და ეზოში თამაშს არიან მიჩვეულები. სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, „პეპელას“და XS სათამაშოების მიტანის სერვისი უფასო გახდეს. ახალი სათამაშოები ბავშვების ყოველდღიურობას მეტ ინტერესს შესძენს და უფროსებიც ამ სტრესულ მდგომარეობას უკეთ დაძლევენ. #ითამაშესახლში - ამ ჰაშთაგით დავიწყეთ კამპანია, რომელიც მარტის თვის ბოლომდე გაგრძელდება“, - აღნიშნავენ კომპანიის ადმინისტრაციაში.
„ბიბლუსის“ ვებ-გვერდზე BiBlusi.ge უკვე წარმოდგენილია „პეპელას“და XS მაღაზიათა ქსელის სათამაშოების ფართო ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.
https://www.interpressnews.ge/ka/article/59...tabit-amokmedda This post has been edited by Choncxis mzera on 23 Mar 2020, 18:03