PS1 ის 1 მეგაბაიტი ვიდეო მეხსიერება ძალიან ცოტაა ამიტომ დეველოპერები სხვადასხვანაირ ხრიკებს იგონებდნენ რომ თამაშის ხარისხი რაც შეიძლება მაღალი ყოფილიყო.
განვიხილოთ Parasite Eve 2 ეს თამაში მოგეხსენებათ არის შემდეგნაირად გაკეთული 3D პერსონაჟები მოძრაობენ 2D უკანა ფონზე. მთავარი გმირი Aya Brea ს მოდელი ძალიან ხარისხიანია ერტერთი ყველაზე ხარისხიანი რაც PS1 ზე არსებობს. ამის გამო ვიდეო მეხსიერება იმისთვისაც კი აღარ არის საკმარისი რომ ეკრანზე ტექსტი გამოიყვანო.

ამიტომ მოფიქრებულია ხრიკი როდესაც ტექსტის დაწერა ხდება ეკრანზე საჭირო თამაში პერსონაჟს უღებს ფოტოს და ინახავს ჩვეულებრივ როგორც ბრტყელ სურათს რომელსაც შემდეგ ადებს უკანა ფონს ზუსტად იგივე ადგილას სადაც პერსონაჟი იმყოფებოდა ხოლო 3D მოდელის ამოტვირთვა ხდება მეხსიერებიდან რაც რათქმოუნდა ანთავისუფლებს ადგილს იმისთვსი რომ ეკრანზე ტექსტი გამოვიდეს.

მეორე screenshot ში აშკარად ჩანს რომ Ayaს (მთავარ გმირს) აშკარად ხარისხი დაუვარდა და გახდა უკანა ფონის ნაწილი ამის შემჩნევა შესაძლებელია იმიტომ რომ ემულატორი უშვებს თამაშს 4K ში ხოლო როდესაც სურათის გადაღება ხდება რათქმოუნდა თამაში ამ სურათს დაბალ გაფართოებაში ინახავს ამიტომაც ხდება პიქსელიზაცია. რეალურ კონსოლზე სადაც 240p არის თამაშის გაფართოება ამის შემჩნევა შეუძლებელია.