კითხვა N1: რა აზრი აქვს ღამე გადაადგილების შეზღუდვას, თუ დღისით 2 ადამიანს შეგვიძლია გასვლა?
პასუხი: ის აზრი აქვს, რომ გიტოვებენ შანსს, აფთიაქამდე, მაღაზიამდე ან ექიმამდე მიხვიდე, არ აქვს სახელმწიფოს იმის საშუალება, რომ ყველას აუკრძალოს გარეთ გამოსვლა და მაღაზიიდან სიგარეტი და პური რომ მოგინდება, სპეც.სამსახურის ხალხი გააგზავნო შესაბამისი ეკიპირებით. და თუ ისეთი იდიოტი და განუვითარებელი ცხოველი ხარ, რომელსაც მათრახი სჭირდება და სახლში ძალით თუ არ გამოკეტეს, შექმნილ სიტუაციაში მაინც ბირჟაზე აპირებს გასვლას, აი ეგეთ იდიოტად დარჩები კორონას ბოლომდე. მერე კი გაგიდებენ მხარზე ოთხ ფიცარში მოთავსებულს.
კითხვა N2: ერთ სახლში ვცხოვრობთ 4 ადამიანი და მანქანაში რატომ მეკრძალება მათთან ერთად სიარული?
პასუხი: პრევენციის ზომაა, რომ პატრულმა იმის გარკვევა არ დაიწყოს, ოჯახის წევრი გიზის მანქანაში თუ ზემოთხსენებული იდიოტი ხარ, რომელიც ტაქსაობს და უცნობი ადამიანების გადაჰყავს.
კითხვა N3: კუს ტბაზე დილაობით დავრბოდი და ვეღარ ვირბენ?
პასუხი: