ნამდვილად არ ვიქნები პირველი ვინც ეს უკვე იფიქრა
*სამედიცინო დაწესებულებები უნდა გადავიდნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე!რომ გამოირიცხოს შემთხვევითობები მაგალითად ადამიანი ნევროლოგთან, თვალის ექიმთან, ორთოპედთან ან გინეკოლოგთან მივიდა და ვინ იცის იქნებ მას ვირუსი აქვს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე?!
*სრულიად სამედიცინო პერსონალი სრულიად ეკიპირებულები უნდა იყვნენ და ეს ეკიპირება მუდმივად უნდა მუშავდებოდეს სანიტარულად!!
*ასევე აუცილებელია რეგისტრატურების იმდაგვარად მოწყობა რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს რაიმე სახის შემთხვევითობა!!
* როგორ ფიქრობთ რა მოხდება თანდათან რომ მთელი მედპერსონალის კარანტინში მოთავსება გახდეს საჭირო? ვინმე შეცვლის ექიმს ან ექთანს თუ ექიმის თუნდაც დროებით კარანტინში გადაყვანა გახდა საჭირო?!
დარწმუნებული ვარ სანიტრების საჭირო და სამყოფი რაოდენობა ასეთი საგანგებო შემთხვევისთვის როგორიც ეს ვირუსია არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყავთ და დაახმარეთ კლინიკებს ჯარი ბოლობოლო და რაღაცნაირად უნდა მოხდეს ყველაფრის და ყველა ვიზიტორის დეზინფექცია!! ელემენტარული დირექტივებიც საკმარისი იქნება რომ ჯარმა შეძლოს საჭირო მოქმედებების სრულიად საჭირო დონეზე შესრულება.
ასევე შესაძლებელია მოხალისეების დახმარებითაც მოხდეს საჭირო ღონისძიებების გატარება. მოხალისედაც წამოვალ თუ სამოქალაქო პირების დახმარებას მიიღებთ და დარწმუნებული ვარ სხვა მრავალი მსურველი იქნება.
ეს კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ!!