#56090451 · 2 Apr 2020, 17:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კომუნალურების და სესხების გადავადება კარგია, მაგრამ არა საკმარისი.
მართალია საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს ვარიანტებს, როდესაც სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობაა, მაგრამ ფინანსთა მინისტრი არანაირ ბრძანებას არ გამოსცემს ჯერჯერობით.
არადა 15 აპრალმდე ვისაც რაიმე აქვს გასახდელი, ამათი გადავადება მინიმუმ თავისუფალ ფულს გააჩენდა კომპანიებში, რაც ხელფასად შეიძლება დარიგდეს. ხოლო ვისაც გადასახადის თანხა არ აქვს, მაგრამ ვალდებულია გადაიხადოს, აღსრულების ღონისძიებებს და საურავს აიცილებდა თავიდან.
რა ხდება ამ მხრივ ხომ არ გაქვთ ინფო? დღეს თურნავამ რაღაც ამდაგვარი თქვა, მაგრამ ვერსად ვერაფერი ვერ ვნახე. არადა დრო მოდის... ინკასო და ყადაღები მერე ნახეთ, თუ 15ში გადახდის ვალდებულება ექნება კომპანიებს.
--------------------
Only Easy Day Was Yesterday
|