არასოდეს ყოფილა ჩემ ქუჩაზე ესეთი სიჩუმე.
გადაკეტილი ყოფილა, მაგრამ შორიდან, სხვა ქუჩებიდან მაინც მოდიოდა ხმა. ეხლა ჩამიჩუმი არ ისმის.
ესეთ მშვიდ ქალაქში ვიცხოვრებდი.

სკვერებში და ბაღებში გასეირნებაც სიჩუმის კონტრასტის გამო მიყვარს. რამდენიმეჯერ ვიღაც უგემოვნო სირები შემხვდნენ, სიჩუმე და ჩიტების ჟღურტული ხმამაღალი მუსიკით ქონდათ გადაფარული.

სოფლელის მეტი ვინ იზამდა? ქალაქში სიჩუმეს ვთვლით ეგზოტიკად. სოფელში ხმაური გონიათ კაი პონტი.