მოგესალმებით,
უკვე თვე ნახევარია არ ვიმყოფები თბილისში, იმის გამო რომ მარტის თვეში დავტოვე ბინა და რაიონში დავბრუნდი "პანდემიის დროს" ვმუშაობ დისტანციურად.
მარტში დამიკავშირდნენ გაზის მაჩვენებელის ჩასაწერად, სამწუხაროდ დამავიწყდა მრიცხველზე სურათის გადაღება და ვერაფერი გადავუგზავნე,
ავუხსენი მრიცხველის ამონაწერს ვინც იღებს იმ პიროვნებას რომ ქალაქიდან გასულივარ და ვთხოვე საშუალოდ გადაეხედა წინა თვეების ხარჯებზე და დაეწერა საშუალო ნიშნული,
დაბრუნების შემდეგ კი თუ ზედმეტი მექნებოდა კიდევ დავფარავდი დავალიანებას.
აპრილიშიც არ დავბრუნებულვარ თბილისში.
მარტის თვეზე "ჯიგარმა" ისტორიას რომ არ ახსოვს იმხელა დავალიანება დამიწერა 67-ლარი (30 ლარს არ ავცდენივარ არასოდეს, ჩაის თუ მოვიდუღებდი ან სოსისს მოვხარშავდი)
+ გამათბობელის ხარჯის მაქსიმუმ ერთი კვირა + წყალის გამათბობელი. (ძირითადად ბინაში მივდივარ ხოლმე დასაძინებლად მანამდე სულ ან მეგობრებთან ვარ ან სამსახურში ან ახლობლებთან.)
დღეს ვნახულობ დავალიანებას და 40 ლარამდე მაქვს აპრილის დავალიანება, დაკეტილ გაზზე.
ვინმეს გაქვთ მსგავსი პრობლემა? როგორმე რეგულირდება ეს საკითხი?
იმ ხალხის გამკვირვებია, ქვეყანას რომ ძარცვავენ და სოკარს რომ ამდიდრებენ.
მე კი ვიცი როგორც მოვუვლი ამ საკითხს მაგრამ მაინტერესებს კიდევ ვინმემ შეამჩნიეთ ესეთი რამე?
დენი არაფერი მომსვლია + დასუფთავება და წყალიც არაფერი მომსვლია. (თვენახევარი არ ვყოფილვარ ბინაში.)
აპრილის თვის ამონაწერზე არც არავინ დამკავშირებია.
This post has been edited by almaximum on 3 May 2020, 15:31