Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
COVID 19
, NCDC-ს რეკომენდაციები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Frankens†ein
^_*
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Frankens†ein
^_*
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 60000
წევრი No.: 47750
რეგისტრ.: 24-November 07
#56008100
· 19 Mar 2020, 00:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მოსახლეობისთვის გაიცა.
როგორც რეკომენდაციაშია აღნიშნული, იმის გამო, რომ COVID-19 ბევრ ქვეყანაში გავრცელდა, მოსახლეობას მიმართავენ, არ დააკავშიროთ ვირუსი რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან, გამოიჩინონ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა.
„მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს „კორონავირუსის შემთხვევებს”, „მსხვერპლებს”, “კორონავირუსიან ოჯახებს” ან „ავადმყოფებს”. ისინი არიან „ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, „ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, “ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID 19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს“,-აღნიშნულია რეკომენდაციაში.
ისინი ასევე
მოსახლეობას მიმართავენ, თავი არიდონ ისეთი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც ადამიანებში შფოთვას მაღლა წევს. ხოლო ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიონ იმ მიზნით, რომ განახორციელონ პრაქტიკული ნაბიჯები გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით.
„ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს.
გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმო-ს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ. თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს. ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა.
„თუ რეკომენდირებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით. სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებ-გვერდზე და თავი აარიდეთ მოსმენას ჭორებისა, რაც დისკომფორტს იწვევს“, - ნათქვამია რეკომენდაციაში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/59...kvebet-jansagad
--------------------
Mens sana in corpore sano...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aneri
არა რუსულ მთავრობას
ჯგუფი: Members
aneri
არა რუსულ მთავრობას
ჯგუფი: Members
წერილები: 14842
წევრი No.: 36901
რეგისტრ.: 20-June 07
#56009460
· 19 Mar 2020, 11:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს თემა რატომ ჩაიძირა?
ისტერიას სჯობია დავდოთ სანდო და საჭირო ბმულები და ინფორმქციები
პრევენციის , ვირუსის გავრცელების , სიცოცხლისუნარიანობის შესახებ
ყველამ ეცადოს საჭირო ინფო დადოს
რა დროით რჩება COVID-19 ჰაერსა და სხვადასხვა სახის ზედაპირებზე - მეცნიერების ახალი აღმოჩენა
კორონა ვირუსს სიცოცხლისუნარიანობა ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია შეინარჩუნოს, ხოლო ზედაპირზე რამდენიმე დღის განმავლობაში ძლებს.
ვირუსი წვეთოვანი გზით გადადის, რომელიც ხველების ან ცემინების დროს გამოიყოფა, ის ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს და შეუძლია დააავადოს ადამიანი მინიმუმ 3 საათის მანძილზე.
რაც შეეხება პლასტმასის, ან უჟანგავი ფოლადის ზედაპირს, ინფექცია სამი დღის მერეც შეიძლება აღმოჩნდეს. მუყაოზე 24 საათი ძლებს, თუთიაზე კი ვირუსი 4 საათის შემდეგ გახდა არააქტიური.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებ ხანს კორონა ვირუსი სპილენძზე ცოცხლობს, მხოლოდ 46 წუთი.
ვრცლად აქ
http://newsreport.ge/skhvadaskhva/article/...hali-aghmochena
--------------------
მოდერად რომ ბნელი ბურზო გეყოლება ფორუმზე !!
ფორუმის სირცხვილია ეს !!!!
ეს ის ფორუმი აღარაა რაც იყო, მაგრამ მაინც სირცხვილია ამ დონემდე დაეცეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტაზ
from tasmania
ჯგუფი: Registered
ტაზ
from tasmania
ჯგუფი: Registered
წერილები: 708
წევრი No.: 245922
რეგისტრ.: 10-October 18
#56009467
· 19 Mar 2020, 11:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა მაგრა ვრცელდება
ოოო
ამასთან ცოტა გაგვიჭირდება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GEORGEXIII
V8 HVAC
ჯგუფი: Members
GEORGEXIII
V8 HVAC
ჯგუფი: Members
წერილები: 55540
წევრი No.: 206754
რეგისტრ.: 23-August 15
#56009468
· 19 Mar 2020, 11:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუცილებლად უნდა გაითავისოს მოსახლეობამ რეკომენდაციები.
--------------------
BMW X5 E53 2000 MT 3.0i 232hp
MITSUBISHI Colt Ralliart Version R 2006 MT 1.5Turbo 154hp
TOYOTA Celica GTFour 1996 MT 2.0 Turbo 255hp
FORD Focus S 2012 MT 2.0 160hp
BMW F30 2015 AT 181hp
ACURA ILX 2012 CVT 1.5 Hybrid 111Hp
HONDA Integra DC2 1996 MT 1.8 Type R 200hp
Kawasaki Zx6r 2005 MT 130hp
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aneri
არა რუსულ მთავრობას
ჯგუფი: Members
aneri
არა რუსულ მთავრობას
ჯგუფი: Members
წერილები: 14842
წევრი No.: 36901
რეგისტრ.: 20-June 07
#56060618
· 28 Mar 2020, 11:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ასეთ დროს რეკომენდაციების კითხვა სჯობია ამდენ ლაყბობას და სამწუხაროდ არავის აინტერესებს
დადეთ სასარგებლო რჩევები
ყველგან წერია, მაგრამ მაინც არ გვაწყენს.
ძალიან საჭირო ინსტრუქცია !!!
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც სწავლობს და აკვირდება კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოში, გთავაზობს რჩევებს, როგორ ავიცილოთ თავიდან COVID-19-ის ვირუსით ინფიცირების საფრთხე:
- ვირუსი ცოცხალი ორგანიზმი არ არის. იგი ლიპიდის (ანუ ცხიმის) დამცავი გარსით დაფარულ ცილოვან მოლეკულას წარმოადგენს. იგი თვალის, ცხვირის ან პირის ლორწოვანი გარსით შეწოვისას მთლიანად იცვლის გენეტიკურ კოდს (მუტაცია) და გარდაიქმნება აგრესიულ უჯრედებად.
- ვირუსი ძალზედ დელიკატურია. ერთადერთი, რაც მას იცავს, მისი ცხიმის გარეგანი თხელი ფენაა. ამიტომაცაა, რომ საპონი და ნებისმიერი სარეცხი საშუალება მასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია. საპონი შლის ცხიმს (ამიტომ უნდა ვიბანოთ ხელები საპნით 20 წამს მაინც და საპონი კარგად ავაქაფოთ). ცხიმის ფენის დაშლით ვირუსის ცილოვანი მოლეკულაც იშლება.
- სითბო შლის ცხიმს. ამიტომ ხელის დასაბანად თუ თეთრეულის გასარეცხად 25 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალი უნდა გამოვიყენოთ. ცხელი წყალი კიდევ უკეთესად აქაფებს საპონსა და სარეცხ საშუალებას.
- სპირტი ან 65%-ზე მაღალი შემცველობის სპირტიანი ნარევი ხსნის ნებისმიერ ცხიმს, განსაკუთრებით ვირუსის გარეგან თხელ ცხიმოვან ფენას.
- ნებისმიერი ნარევი, რომელიც შედგება 1 წილი მათეთრებელისა (ე.წ. ქლორი) და 5 წილი წყლისაგან შლის ცილის მოლეკულას.
- წყალბადის ზეჟანგი საპნის, სპირტისა და ქლორის შემდეგ ვირუსის ცილოვანი მოლეკულის დამშლელი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ საჭიროა მისი სუფთა სახით გამოყენება, რაც ძლიერ აზიანებს კანს.
- არანაირი ბაქტერიციდი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვირუსი არ წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, როგორც ბაქტერია, ამიტომ ისინი ანტიბიოტიკებით არ ნადგურდებიან.
- მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას. სანამ ვირუსი მიკრულია ფოროვან ზედაპირზე, იგი ინერტულია. განსხვავებულია მისი დაშლის დრო განსხვავებულ ზედაპირზე. ქსოვილზე - 3 საათი, სპილენძი და ხე - 4 საათი, მუყაო - 24 საათი, მეტალი - 42 საათი, პლასტმასი - 72 საათი. დაბერტყვისას ვირუსის მოლეკულები 3 საათს დაფრინავენ ჰაერში და შეიძლება ჩვენს ცხვირებში შეაღწიონ.
- ვირუსის მოლეკულები სტაბილურნი არიან ბუნებრივ ან ხელოვნურად შექმნილ სიცივეში (კონდიციონერები სახლსა თუ ავტომობილში). სტაბილურობისათვის ასევე საჭიროებენ სინოტივესა და სიბნელეს. მშრალ, თბილ და განათებულ გარემოში სწრაფ დეგრადაციას განიცდიან.
- უი-სხივი შლის ვირუსის ცილოვან მოლეკულას, მიუხედავად ზედაპირის ტიპისა, რომელზეც ვირუსი იმყოფება. ეს მეთოდი საუკეთესოა სახის ნიღბის დეზინფექციისათვის. თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რადგან უი-სხივი არღვევს კანის კოლაგენს (ესეც ცილაა) და იწვევს კანის დანაოჭებას და, სამწუხაროდ, კანის კიბოსაც.
- ვირუსი ვერ აღწევს ჯანსაღ კანში.
- ძმარი არ გამოდგება ვირუსთან საბრძოლველად, რადგან ვერ შლის ვირუსის დამცავ ცხიმის ფენას.
- არც არაყი გამოგადგებათ. ყველაზე ძლიერი არაყი 40% სპირტს შეიცავს, ვირუსთან საბრძოლველად მინიმუმ 65% სპირტის შემცველობაა საჭირო.
- რაც უფრო ლიმიტირებულია სივრცე, მით უფრო მაღალი იქნება ვირუსის კონცენტრაცია, რაც უფრო დიდი და განიავებულია გარემო, ცხადია, ნაკლები.
- ყველასათვის ცნობილია, რომ საჭიროა ხელების დაბანა მას შემდეგ, რაც შეეხეთ ლორწოს, საჭმელს, სახელურს, ჩამრთველს, ტელეფონს, საათს, კომპიუტერს, ტელევიზორს, საწერ მაგიდას და ა.შ.
- ხშირად დაიტენიანეთ ხელები, იბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან ვირუსის მოლეკულები შეიძლება ადვილად ჩაიმალნონ მშრალი კანის მიკრონაოჭებში. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი კრემი, უკეთესია.
- იქონიეთ მოკლე ფრჩხილები, რადგან ვირუსი შეიძლება ადვილად ჩაიმალოს გრძელ ფრჩხილებში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aneri
არა რუსულ მთავრობას
ჯგუფი: Members
aneri
არა რუსულ მთავრობას
ჯგუფი: Members
წერილები: 14842
წევრი No.: 36901
რეგისტრ.: 20-June 07
#56113250
· 7 Apr 2020, 12:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რეკომენდაციები, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ჩაძირულია
ვეცდები ამოვწიო
ეს სხვა ფორუმელმა დადო და აქ გადმოვიტან
და განსხვავებული შედეგები რატომაა ამ კვლევებში?
მაგ მუყაო ანუ ქაღალდი?
https://www.businessinsider.com/how-long-ca...isinfect-2020-3
[b]The coronavirus can live on a surgical mask for 7 days, cloth for 2 days, and paper for 3 hours. Here's how to disinfect surfaces properly.
კორონავირუსი პირბადეზე 7 დღემდე ძლებს, ტანსაცმელზე 2 დღე და ქაღალდზე 3 საათი
ამონარიდები:
A study published April 2 in the journal The Lancet shows that the virus lasts longest — up to seven days — on stainless steel, plastic, and surgical masks.
რკინაზე, პლასტიკაზე და პირბადეზე 7 დღემდე ძლებს.
The researchers behind the new study tested the virus' lifespan in a 71-degree Fahrenheit room at 65% relative humidity. After three hours, the virus had disappeared from printing and tissue paper. It took two days for it to leave from wood and cloth fabric. After four days, it was no longer detectable on glass or paper money. It lasted longest, seven days, on stainless steel and plastic.
მკვლევარებმა 71 ფარენგეიტზე (21.6667c) ჩაატარეს ტესტი და ნახეს რომ ვირუსი ქაღალდიდან გაქრა 3 საათის შემდეგ. ხიდან და ქსოვილიდან კი 2 დღის მერე, ხოლო 4 დღის მერე მისი კვალი გამქრალი იყო შუშიდან და ქაღალდის ფულიდან. ყველაზე დიდიხანი კოვიდ 19-მა გაძლო ფოლადსა და პლასტმასზე.
Strikingly, the authors wrote, of all the materials they tested, the coronavirus lasted longest on the outer layer of a surgical mask. On day seven of their investigation, the virus was still present on the outward facing side of the mask.
მაგრამ ყველაზე მეტად კოვიდ 19-მა გაძლო პირბადის გარეთა ფენაზე, 7 დღე.[/B]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KAMPO
Change Photo
ჯგუფი: Members
KAMPO
Change Photo
ჯგუფი: Members
წერილები: 6255
წევრი No.: 101550
რეგისტრ.: 4-October 09
#56117675
· 8 Apr 2020, 01:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Frankens†ein
Frankens†ein
მაგისთვის ვაგროვებდით მე და ხაჩიკა სპილენძს . მთისძირის ქუჩებს რო შემოვურბენსით ოჰოოო დრთხილად იყავ ძმაოჯან
--------------------
კარგი რამეა ფეისბუკი,ადრე დებილი რო იყო ადამიანი მარტო ახლო გარემოცვამ იცოდა. (C) amsona69
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dadn
Leidenschaft schafft Leiden
ჯგუფი: Members
dadn
Leidenschaft schafft Leiden
ჯგუფი: Members
წერილები: 3339
წევრი No.: 108101
რეგისტრ.: 1-January 10
#56117773
· 8 Apr 2020, 02:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მოერიდეთ ტანსაცმლისა დაბერტყვას.
არ ვიცოდი . ლოგიშ
QUOTE
ხშირად დაიტენიანეთ ხელები, იბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან ვირუსის მოლეკულები შეიძლება ადვილად ჩაიმალნონ მშრალი კანის მიკრონაოჭებში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dato2008
Crazy Member
ჯგუფი: Members
dato2008
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3698
წევრი No.: 57495
რეგისტრ.: 3-April 08
#56118484
· 8 Apr 2020, 11:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მკვლევარებმა 71 ფარენგეიტზე (21.6667c) ჩაატარეს ტესტი და ნახეს რომ ვირუსი ქაღალდიდან გაქრა 3 საათის შემდეგ. ხიდან და ქსოვილიდან კი 2 დღის მერე, ხოლო 4 დღის მერე მისი კვალი გამქრალი იყო შუშიდან და ქაღალდის ფულიდან. ყველაზე დიდიხანი კოვიდ 19-მა გაძლო ფოლადსა და პლასტმასზე.
ეს ვერ გავიგე
QUOTE
ვირუსი ქაღალდიდან გაქრა 3 საათის შემდეგ
QUOTE
4 დღის მერე მისი კვალი გამქრალი იყო ... ქაღალდის ფულიდან
ვირუსმა ფულის ცნობა იცის ?
--------------------
ედუარდის დროს ადამიანი ადამიანისთვის მგელი იყო, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0278 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.