რუსთავის მერია თავის მხრივ და რუსთაველების მოხალისეთა ჯგუფი ცდილობს დაეხმაროს საოციალურად დაუცველ, ან სხვა შეჭირვებულ ოჯახებს საკვებით და მედიკამენტებით...
აი ესენია ცხელი ხაზის ნომრები.. თუ იცით თქვენს ახლოს რუსთავში ესეთი გაჭირვებულები დაეხმარეთ რო დარეკონ ამ ნომრებზე:
24 საათიან რეჟიმში შეუძლია დარეკოს ნომრებზე:
0(341) 255127, 255183, 270005,დილის 10 საათიდან 18.00 საათამდე კი, მათ მერიის ოპერატორები დამატებით, შემდეგ ნომრებზე მოემსახურებიან:
0(341)255109, 255186, 255098, 255118, 255142."“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია თითოეულ რუსთაველამდე მივიდეს, დღეიდან დამატებით ავამოქმედეთ კიდევ ხუთი ნომერი ცხელ ხაზზე, აქამდე ცხელი ხაზის სამი ოპერატორის მეშვეობით ხდებოდა მოსახლეობის ზარების მიღება, დღეიდან მათ უკვე რვა სხვადასხვა ნომერზე შეუძლიათ დარეკონ. ამ გზით გვინდა, რომ რუსთაველებს ჩვენთან კომუნიკაცია გავუმარტივოთ და დისტანციური ურთიერთობა კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ. ვაგრძელებთ სურსათით დახმარების კამპანიასაც და დღეს, მოხალისეები 300 რუსთაველ ოჯახს მიუტანენ სასურსათო პაკეტს. მინდა, რუსთაველებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით, მთავარია, მათ დაიცვან რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და ეს იქნება მათი მხრიდან საქართველოსთვის და რუსთავისთვის გაწეული დახმარება. რაც შეეხება ვირუსის შემთხვევებს რუსთავში,ამ მხრივაც მინდა, რომ იყვნენ მშვიდად, რადგან თითოეული შემთხვევა მაქსიმალური კონტროლის ქვეშაა და განგაშის საფუძველი არ არსებობს”,-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ."
დამატებითი ინფო:
http://kvira.ge/555814