რატომ არ უნდა უხაროდეთ?
სასიხარულოა და თან ისტორიული ივენთია.
მე ძალიან მიხარია, მიხარია იმიტომ რომ გახარებულ ხალხს ვხედავ.
იმაზე სასიამოვნო არაფერი როდესაც ბედნიერ თანამემამულეებს ხედავ.
ამოვიდა ყელში ლანძღვა-გინება და ნეგატივი.
ძალიან დიდი და კარგი ნიუსია. ნელნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ერი მიაღწევს იმ მიზანს რაზეც საუკუნეების მანძილზე ვოცნებობდით.
ოკ, შეიძლება 1 იანვარს არა მაგრამ ის დღე უკვე ძალიან ახლოს არის როდესაც დაჯდები მატარებელზე და ჩახვალ ბერლინში, რომში, პრაღაში ან მადრიდში.
ეს დღე რომ მოვა, დაიწყება ერის ინტეგრაცია ევროპასთან და რამოდენიმე დეკადაში დავნათესავდებით, ჩვენ იმათ გავიცნობთ, ისინი ჩვენ გაგვიცნობენ და საბოლოოდ ჩაესვენება ჩრდილოეთის მზე.

პ.ს. და რაც მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ გაქრება ქართული ლექსიკიდან სიტყვა 'ფირმა' (ფირმაში ვიყავი სიმონ). ვინც პარიზშია ნამყოფი, ზემოდან ვეღარ შეხედავს იმას ვინც არ არის ნამყოფი რადგან პარიზის ნახვა აღარ იქნება მხოლოდ ელიტური პრივილეგია.
This post has been edited by SLUTZ on 18 Dec 2015, 20:13