როგორც იცით, სამთავრობო იდიოტების გადაწყვეტილებით, ბევრი ისეთი მაღაზიაა დაკეტილი სადაც საჭირო ნივთები იყიდება. ეხლა ოკაიდი და ვაიკიკის დაკეტვას გადავიტანთ, მაგრამ გუშინ კაცი დარბოდა გამწარებული კარფურში -უნიტაზის დასაჯდომი გამიტყდა და სად ვიყიდოო

ხოდა ასეთი იდეა მომივიდა, ბევრს გვექნება ისეთი ნივთები რაც ვიყიდეთ და არ გამოვიყენეთ (ლაპარაკია უხმარ ნივთებზე). ხოდა ხო არ გავაკეთოთ გაცვლა-გამოცვლა, ყიდვა-გაყიდვის თემა კონკრეტულად ისეთი ნივთებისათვის, რასაც ამ წუთას მაღაზიებში ვერ ვიყიდით?
მაგალითად მე მაქვს ნივთები, უხმარი, შეფუთვაში:
1. შხაპის შლანგი დრეკადი, თურქეთის წარმოების.
2. ზურგის სახეხი ჩოთქი ხის (ქალთა ბედნიერების ტავარი)
3. ქალის კოლგოტები შავი ფერის 3 ცალი (ნუ ეს ამ ეტაპზე ნაკლებ აქტუალურია მარა)
4. ზუმფარის ქაღალდის დისკები 125მმ, 150-320-600-1200 -იანი, 10-10 ცალი თითო სახე
და კიდევ რაღაცეები.
ასე რომ, დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ ჟამს.