მე ვფიქრობ რომ ჩეჩნური დაჯგუფებების შესუსტება და რუსული განწყობის გავრცელება საველე მეთაურების ძალაუფლებაში მოსვლის შემდგომ მოხდა, მათ თვითონ განიცადეს დისკრედიტაცია ხალხის თვალში. რუსეთს უნდა გაეწია ისეთი აგიტაცია, რომ ხალხის გაუცხოვება გაემძაფრებინა და რუსეთისათვის ერთდაერთი გადამრჩენის იმიჯის შექმნა, რაც რუსეთმა ვერ მოახერხა ჩეჩნეთთან მიმართებაში.
საერთოდ ეთნიკური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა ძალიან რთულია. ბოლო ორასი წლის მანძილზე სოციალურმა მეცნიერებამ უამრავი მექანიზმი შეიმუშავა ამ საკითხის როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად მოგვარების მიზნით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერცერთმა ცალკე ან სხვებთან კომბინაციით ვერ შექმნა ადექვატური სქემა ყველა კონფლიქტის მოსაგვარებლად. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარების გზა, რომელშიც საერთაშორისო ჩარევა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი ჩარევა მხოლოდ რუსეთის თანხმობით არის შესაძლებელი. ევროკავშირისა და აშშ-ს ჩარევა დაეხმარება ჩეჩნეთს გახდეს დემოკრატიული. ჩეჩნეთისათვის სტიმულს დიდი მნიშვნელობა აქვს.
მისი დე იურედ აღიარება დიდი სტიმული იქნება დემოკრატიზაციისა და დემილიტარიზაციისათვის. ამის განხორციელება გაეროს სამეურვეო საბჭოს სისტემით იქნება შესაძლებელი, რაც მხოლოდ რუსეთის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. რუსეთი არის უშიშროების საბჭოს წევრი და მის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორ სახეს მიიღებს ჩეჩნეთის მმართველობა. სამეურვეო საბჭოს პირობები ჩეჩნეთისთვისაც უნდა იყო მისაღები, რადგან მისი თანხმობის გარეშე ასეთი სისტემა ვერ განხორციელდება. რუსეთის ჯარების სასწრაფო გაყვანა ასეთ თანხმობას დააჩქარებს. ევროკავშირი კარგი არჩევანია მმართველობითი ძალის როლის შესასრულებლად, რადგან მოსკოვის ინტერესებისათვის იგი საფრთხეს არ წარმოადგენს. Mმმართველობითმა ძალამ ჩეჩნეთში სწრაფი და ეფექტური დემოკრატიზაციის პროცედურები უნდა განახორციელოს ყველა დონეზე, რათა ჩეჩნეთი მოემზადოს პასუხისმგებლობის თავის თავზე ასაღებად. პრიორიტეტი უნდა მიეცეს ეკონომიკას, დემილიტარიზაციას და სამოქალაქო მოხელეებისა და პოლიციის გაწვრთნას. ევროკავშირმა ამ სფეროში დიდი გამოცდილება შეიძინა ბალკანეთში.
ასეთი სქემის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი ჩეჩნეთის მუდმივი პრობლემისგან გათავისუფლდება. ასევე იგი გათავისუფლდება ჩეჩნეთის ეკონომიკის აღდგენის სიმძიმისა და უაზრო ომში რესურსების ხარჯვისგან. დამატებით, ევროკავშირი გაუზრდის რუსეთს დახმარებას, განსაკუთრებით სამხრეთ რესპუბლიკებში.
მაშინ როდესაც, რუსეთი ალბათ ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი მას ევროპისთვის მისი სიახლოვის გამო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებით, ევროკავშირი ბევრს მოიგებს მომავალში დემოკრატიული და სტაბილური რუსეთის არსებობით. ის ეკონომიკური რესურსები რაც საჭირო იქნება ჩეჩნეთის აღსადგენად არ იქნება იმაზე ძვირად ღირებული რაც ევროპას სტაბილურობა უღირს. ამას გარდა, ხარჯების დიდი ნაწილი ჩეჩნეთის ბუნებრივი რესურსებით შეიძლება დაიფაროს.
ჩეჩნეთის სარგებელი აშკარაა. იგი მიიღებს იმას რისთვისაც ყოველთვის იბრძოდა --- დამოუკიდებლობას. დღეს ჩეჩნეთს დამოუკიდებლობაც, რომ მისცე ორი ომის დამანგრეველი ეკონომიკური და სოციალური შედეგების გამო მარტო ვერაფერს გახდება. სამეურვეო საბჭოს კი შეუძლია სარეკონსტრუქციო და ეკონომიკური დახმარების გარანტია მისცეს. მოკლედ, რომ ვთქვათ ჩეჩნეთი ყოველმხრივ ნახავს სარგებელს. რუსეთის მხრიდან კი ამ ნაბიჯის გადასადგმელად საჭიროა მისი პოლიტიკოსების აზროვნების შეცვლა და დიდი ნებისყოფა.
ასე რომ დროა ყველანი ერთად მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ვიმსჯელოთ საქართველოსა და ჩეჩნეთის გადარჩენის გეგმებზე.
პ.ს.
Anything that can go wrong, probably will.