#56123034 · 9 Apr 2020, 07:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმ პერიოდში პირადად მე ორჯერ დამიჭირეს. ერთხელ ბათუმში, როცა 10 აპრილს, ბოძებზე განცხადებებს ვაკრავდი. პატარა სტამბა სამედიცინო ინსტიტუტის საერთოსაცხოვრებელში გვქონდა. იქ ვბეჭდავდით. რამოდენიმე ასეული განცხადებიდან უმეტესი თავზე გადამახიეს. ძალიან დაძაბული ვიყავი, უბრალოდ გაბეზრებული იმდენი ზეწოლისგან. ბევრს სასაცილოდაც არ ყოფნიდა, რა დღეში ხარო. ყოველთვის უსიამოვნოდ მაჟრჟოლებს, როცა მახსენდება.
ცხრა აპრილის წინადღეებში ნაწილი სამედიცინო ინსტიტუტის წინ ვიდექით ხოლმე. ვმოძრაობდით, ხან რუსთაველზე ვიყავით, ხან ჩვენი ინსტიტუტის ეზოში. ინსტიტუტის ეზოში ვიყავით, როცა ყოფილი ფეხბურთელი, იმდროს პოლიციის ოფიცერი, ალექსანდრე ჩივაძე მოვარდა, გააჩერა მანქანა და დაგვიძახა, - სასწრაფოდ დაიმალეთ, ამ უჯიშოების სპეცნაზმა რუსთაველზე ხალხი ჩაჩეხეს ნიჩბებით და აქეთ მოდიანო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სახელმწიფო სტრუქტურის წევრების და პოლიციის არ გვჯეროდა, რატომღაც მისი დავიჯერეთ. რა თქმა უნდა დავიშალეთ.
პირადად მე დაახლოებით 20 წუთის დაბრუნებული ვიყავი. იმ მომენტში ისეთი შემართება გვქონდა, რომ იმაზე მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობდა. არც სხვისი გვჯეროდა, მრავლად იყვნენ "ჭკუის დამრიგებელნი". ცხრა აპრილის შემდეგ ბევრ რამეზე შემეცვალა შეხედულება და სამუდამოდ. იქ დაიხოცნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ფეხმძიმე ქალიც, რომლებმაც პატრიოტული სულისკვეთების მაგალითი უჩვენეს მთელ ერს. ისინი მუდამ ჩემი უახლოესი ადამიანები იქნებიან, იმიტომ რომ ერთ ფრონტზე ვიდექით. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს არ ვიცნობდი.
რამოდენიმე ხნის შემდეგ მეგობრებთან ჩემი აზრი-ინიციატივა გავამჟღავნე, მოგვეძებნა იქ დაღუპულების ნათესავები და შევხვედროდით მათ. ბავშვები ვიყავით, თავი ვერ მოვაბით. არ ვიცოდით რა უნდა გვეთქვა. ვერ მოვახერხეთ. უფრო შემდეგისთვის გადავდეთ. მერე სხვა პრობლემებმა იჩინა თავი და საერთოდ ვერ მოვაბით თავი. მგონი არც ახლა არ ვიცი, რომ შევხვდე მათ, რა უნდა ვუთხრა. ამის გამო დიდ ბოდიშს ვუხდი მათ სულებს და მათ ნათესავებს.
This post has been edited by omerta on 9 Apr 2020, 07:11
|