გამარჯობათ.
ნუ მოკლედ ბევრ რაღაცეებს მივედ მოვედე, იქით მომსახურების ფასები არ ვიცი აქეთ მასალების და იქნება ერთიანად დამაკვალიანოთ .
კერძოდ : მაქვს მაღაზია, რომელიც უნდა გავარემონტო სრულად:
1) გარე ფასადზე მსურს აგურის დეკორაციული მატერია (მოვძებნე და აგურის დეკორი ძვირი ჯდება) მაგრამ გავარკვიე რომ დახაზვა შეიძლება ობიექტის და შემდეგ ცემენტით გალესვა - ამ შემთხვევაში რა დამიჯდება მომსახურება მუშახელის (დახაზვა+გალესვა) და ასევე რამდენი ცემენტი დამჭირდება (ღირებულებები მაინტერესებს) - 20 კვადრატული
2) ამ გარე ფასადის შეღებვა მსურს აგურისფრად (ყავისფრად) - რამდენი დამჭირდება საღებავი ? (რამდენ ლიტრიანი ვიყიდო ან კილოგრამიანი - ორფად რომ შევღებო რა დამიჯდება) - ასევე მომსახურება მუშახელის ? კვადრატულს რამდენად ღებავენ და ა.შ
3) ზოლიანი ბრეზენტის ტენტი (საჩრდილობელი-გადმოხურვა) - მეტრი რა ჯდება ? და ასევე მუშახელი ეს ტენტი რომ დამიმაგროს ჩონჩხზე (ჩონჩხი არის სიგრძეში 12 მეტრი)
4) ფანჯრები - ამჟამად მაქვს ფანჯარა სიგრძე 3 მეტრი და სიმაღლე 1.65 - ეს ფანჯარა შუაში გადაყოფილია ტიხრებით და ზემოთ მხარეს (რკინის ტიხრებია) ამ ტიხრების ბარგალკის გაჭრა მსურს (არ ვიცი ბარგალკის მომსახურება რა ღირს) და + 8 მილიმეტრიანი შუშა კვადრატული რა დამიჯდება (სულ ამ შუშის კვადრატულობა 5 კადრატული) + შუშის (ფანჯრის) მონტაჟი.
5) მსურს ასევე შიდა ინტერიერის მოწყობა, მაღაზია იქნება ხილბოსტნის ვინმე ხის ხელოსნის ნომერი თუ გაქვთ ავეჯი რომ დამიმზადოს (მასალა რა დამიჯდება და მისი მომსახურება - წესიერი კაცი ფასში და მომსახურებაში რომ არ მომატყუოს)
6) ასევე შიდა ინტერიერში მსურს 10 კვადრატულის ღია ლურჯად შეღებვა ხეზე და მეტალზე (ამის საღებავი რა დამიჯდება და + მომსახურება)
მადლობა წინასწარ ძალიან დამეხმარებით ფასებს, და სანდო მუშახელის ნომრებს თუ ვინმე მომწერთ და დაახლოებით ხარჯთაღრიცხვას.