მოყვება ყველაფერი ორიგინალი (ყუთი, დამტენი), პლიუს 2 ქეისი, გაუხსნელი, კარგად შენახული. ვიყიდე ახალი ვანპლასის ოფიციალურ საიტზე.
მუშაობს მხეცივით, ერთხელაც არ დავუღალატებივარ, არ გაცხელებულა, არ გაუჭედავს, არ შენელებულა, უაზროდ არ დამჯდარა. ეს არის ტელეფონი, რომელსაც შეგიძლიათ, ენდოთ.
ტელეფონებს ზოგადად შვილივით ვუვლი. ეს ერთადერთხელ დამივარდა და, სამწუხაროდ, უკანა შუშაზე კუთხეში გაუჩნდა 7მმ-იანი ბზარი, რომელიც შეუმჩნეველია თუ ძაან არ დააკვირდები. ამის მერე დავაკარი უკან DBrand-ის სკინი, რომელიც ისედაც შეუმჩნეველ უმცირეს ბზარს არარსებულად აქცევს.
ეკრანი და კანტები იდეალურია. ანდროიდ 10 ვერსიაზე, ბატარეა 2 დღე მიძლებს, 0% დან 60%ზე ნახევარ საათში. არ დამირუტია და არ მიფათურებია ხელები პროგრამაში
მოკლედ იმ უკანა მცირე ბზარს თუ არ ჩავთვით უნაკლო ტელეფონია. უკან მიკრულ მაგნიტურ რგოლს არ მიაქციოთ ყურადღება, ავაძრობ გაყიდვისას, დღემდე ვხმარობ და სასურათოდ არ ავაძრე.
ვყიდი, რადგან განახლება მინდა OnePlus 8 Pro-ზე. შემეხმიანეთ მობილურზე: 592153555
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)