მოდით, ამ თემაში ის ადამიანები გავერთიანდეთ, რომლებმაც თანამედროვეობას ფეხი ვერ ავუწყვეთ.
ტექნიკურად როგორ განვითარდა სამყარო და მეც როგორი ნორჩი შვილი ვარ მისი, მაგრამ მაინც ვერაფერი გავუგე.
ინსტაგრამი და ტიკტოკი არასდროს მქონია. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის. ჩემი კლასელის ბებია ჩემზე გაცნობიერებული იყო ამ საკითხში. ონლაინ შოპინგი კიდევ... იმედია როგორმე გავუგებ და გამომივა...
ალბათ წარმოგიდგენიათ, რა სირთულეებს ვაწყდები ონლაინ ლექციებზე. :დდდ
ანდა ბიუროკრატიული საკითხები... საბუთები, ისა ესა... ძალიან ჩამორჩენილი ვარ...
მეშველება რამე?
ხომ ბევრნი ხართ ჩემსავით?