ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკაში და მშენებლობაზე დავიწყე სამსახური.
მივედი მშენებლობაზე და უფროსი მეუბნება, დღეს მხოლოდ შენ იქნები და დამხმარეთ ეს კაცი გეყოლება ხელით მიმითითა უცხო მამაკაცზე, რომელსაც სახე არ უჩანდა იმდენად დასვრილი იყო.
დავიწყე მუშაობა და ეს ჩემი დამხმარე მთელი დღე კარგად მომეხმარა, არ მომკლებია არც ცემენტი , არც ბლოკი და არც აგური.
სამუშაო საათი დასრულდა, გამოვიცვალე და სახლში წასვლას რომ ვაპირებდი, ვხედავ რომ ის კაცი რომელიც მთელი დღე ჩემი დამხმარე და მუშა იყო, სრულიად დასვრილ მდგომარეობაში მივიდა ბენტლისთან გამოაღო კარი, ჩაჯდა დამემშვიდობა და წავიდა
ეხლა ჩემთვის ვფიქრობ, თუ ამერიკაში მუშები ორასიათას დოლარიანი მანქანებით დადიან, ესეგი მე როგორც ხელოსანი მალე ბუგატით ვივლი
საღამოს ინტერესმა მომკლა და მაინც დავურეკე ჩემს უფროსს და ვეკითხები: ერთი კარგად გამარკვიეთ თუ შეიძლება, დღეს კაცი რომ მეხმარებოდა ის ვინ იყო?
მეუბნება: ის კაცი იყო იმ კორპუსის პატრონი, რომელ კორპუსსაც შენ აშენებდი , ეგ კაცი მანჰეტენზე ხუთი ცათამჯენის მფლობელია და მისი ქონება დაახლოებით 800 მილიონი დოლარია
ასეთებიც ხდება ამერიკაში , სადაც 800 მილიონი დოლარის მფლობელი ხალხი , მთელი დღე ვედრებს დაათრევენ თავიანთ მშენებლობაზე.
გამოდის რომ პოტენციური მილიარდერი, ერთი დღე ჩემი დამხმარე იყო
ცნობისთვის ის კაცი, ქართველი ებრაელია
This post has been edited by public_enemy on 12 Apr 2020, 19:04
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...