#56180199 · 20 Apr 2020, 18:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო. მაქვს amd radeon r9 380 ვიდეოკარტა, 4გბ გეიმინგ-ასტრიქს. დაახლოებით 2 თვეა დაეწყო პრობლემა. ითიშება როგორც სისტემაში ასევე თამაშის დროს წამიერად. თითქოს არესტარტებს და ახლიდან უკავშირდება მონიტორს. მაგ: ცსგო თამაშის დროს ითიშება კეცავს თამაშს და მაჩვენებს დესკტოპს - თამაშში შესულია ანუ ვმოძრაობ, ვისვრი მაგრამ გამოსახულება აქვს დესკტოპის. აღარ მიბრუნებს თამაშის გამოსახულებას, მიწევს თამაშის გამორთვა და ახლიდან ჩართვა, მაგრამ იგივეს აკეთებს 10-30 წუთამდე ინტერვალში. ასევე გამოაქვს წამიერად ხაზები. ყველანაირი დრაივერი ვცადე და დავაყენე, ქორე დავუწიე msi avterburner დახმარებით მაგრამ შედეგი არ ქონდა. ასევე დავშალე თერმოპასტა მოვაშორე და ახლიდან წავუსვი მაგრამ არც ამან უშველა. არის რამე გამოსავალი ან ეშველება რამე ამ ვიდეოკარტას? თუ ვინმემ იცის იქნებ დამეხმაროთ ან რამე მირჩიოთ როგორ მოვიქცე მადლობა...
|