gogia4ახალი კარგად მივიწყებული ძველია ანუ აპოკალიფსი

უცვლელად ვაკიპირებ ალიკო ცინცაძის გვერდიდან.
Aliko Tsintsadze
გუშინ 13:18-ზე ·
წერილი ოცდამეერთე (ამწვანებული, 300-წლიანი ძელქვის ჩრდილიდან)
სამეფო გვირგვინი ! (ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა)
დავიწყოთ იქიდან, სადაც არტე-ფაქტები ჯერ კიდევ შემორჩენილია:
იბერიულ (ატლანტიდელთა) რელიგიას მორჩილად იმეორებდა ეგვიპტე: ერთი ცა, ორი ტოლ-სწორი ღმერთით,
(„თაყვანს სცემდნენ მზესა და მთვარესა... და უხილავსა ღმერთსა (ცა)“ (ქარ. ცხ.)). იმეორებდა ნახატებსა და ბარელიეფებში, იეროგლიფებსა და ატრიბუტებზეც კი.. ეგვიპტურ ფარაონთა სარკოფაგებზე გამოსახულ დიაგონალურ მზის კალენდარზე 36 დიაგონალია, 18-18 ნაწილად დაყოფილი. ასეთი პირველი სარკოფაგი ძვ.წ.აღ. 2100 წლით თარიღდება. შემდეგ და შემდეგ, შუა სამეფოს პერიოდში (2052 _ 1786 წწ.), იგი არაერთგზის გამეორდა, როგორც ფარაონთა საკრძალავის განუყოფელი ატრიბუტი. 36 დიაგონალი ყველა შემთხვევაში ერთ ხაზზე, ან წრიულად კი არ განალაგეს, არამედ, სწორედ ასე: 18 და 18, ერთმანეთის გასწვრივ. უნდა გვეფიქრა, რომ აქ გაცილებით მეტი იდო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. მართლაც, შედეგით, ესეც ხომ წინა წერილში აღწერილი სქემაა?! _
1 + 2 + .. + 36 = 666,
1 + 2 + .. + 18 = 171, და რადგან ასეთი 18 დიაგონალი ორგზის მეორდება _171 + 171 = 342, რაც თვლის შვიდობით სისტემაში ისევ 666-ია. ეს მზისა და მთვარის, მნათობთა თაყვანისცემის არსებობის ფაქტია. ამ დიაგონალური კალენდრის სქემის სარკოფაგზე დატანით ეგვიპტელები ფარაონებს ადამიან-ღმერთად (იბერიელებად?) მიიჩნევდნენ?!
666 ხომ ადამიან-ღმერთის სიმბოლო გახლდათ მთელს იბერიაში?
იმიტომ არის იბერია ადამიან-ღმერთების საცხოვრისი, რომ ქართულში ქართველს დაესმის კითხვა _ „ვინ?“ ანბანის რიგით სათვალავთა და რიცხვ-მნიშვნელობათა ჰემატრიით (ვინ) ისევ 6 _ 66-ია. იგივე სქემა გვაქვს, რაც ფაშში ამაღლებისას გვქონდა _ ერთი ნაწილი (6-იანი) ცალკე, ორი (6-იანი) ერთად. მთლიანობაში კი 666. ე.ი. მას ვისაც დაესმის კითხვა _ „ვინ?“ ისინი ტიტანები (იბერიელები), ატლანტიდელები არიან.
სიტყვა „ღვინოს“ საწყისი ფუძე მისი არქაული ფორმიდან „ღვინ,“ გამოდის და იგი მოიცავს უმნიშვნელოვანეს კითხვით ნაცვალსახელს _ „ვინ?“ რადგან ეს კითხვაა 666-ის შესახებ. ამ რიცხვ-სიმბოლოზე იქმნება ადამიან-ღმერთების სასმელის სახელი: ღ-ვინ. „ღვინ“-ში „ვინ?“ _ კითხვა თავისი 666-ით გულისხმობს ცალსახა პასუხსაც: ადამიან-ღმერთი (666) ისაა, ვინაც ვაზი მოაშენა, ღვინოს აყენებს და იცის მისი სწორად მოხმარების წესი...
ღვინო მისტერიების რიტუალის განუყოფელი ატრიბუტი იყო მთელს იბერიაში (პელაზგიაში, ეგეოსის ზღვის კულტურაში, კაბირებში, ქალდეაში, ბაბილონში, შუმერში). მისტერიების საფუძველი ორგანულად ჩაქსოვილია კაბალას, ქართულ კაბალას, მის რიტუალებს და განუყოფელია იბერიულ ადათ-წესებიდან და ტრადიციებიდან, იბერიული რასის არქაული და თანამედროვე მსოფლმხედველობიდან, ცხოვრების წესიდან. ამიტომაც სხვა ძველი ხალხების პრეტენზია, რომელიმე მათგანის ავტორობაზე, იქვე დასრულდა, როცა კი ღვინის სამშობლო გაირკვა (იბერია _ საქართველო).
(სიტყვაზე უნდა დამიჯერო ძვ. მკითხველო, რომ არაერთი სხვა არგუმენტი გვაქვს, მათ შორის ე.წ. „მთავარი მოწმეც,“ რომლის გამოჩენა კითხვით ნიშნებს, ცალსახად ხსნის, იგი ბიბლიურ ლიტერატურაში „თავზარდამცემი ეროვნული საიდუმლოს“ სახელით მოიხსენიება. მოუმზადებელ მკითხველთან მისი გამოჩენა, ახსნა განმარტებებს მოითხოვს, რასაც ამ წერილში, შეზღუდული მოცულობის გამო, ვერ შევძლებთ. (იხ.„ქართული კაბალა,“ და ა.შ.“)
ყველა ეს არგუმენტი ერთი და იგივეს იძლევა, რომ ამირანი (პრომეთე) და გილგამეში ხორციელი ადამიან-ღმერთებია, ანუ ტიტანებია (ტიტანები _ 666), და იბერიელთა სამეფო ატლანტიდის ადამიან-ღმერთებია!
ასე თვლიდნენ დიდ იბერიაში, მზის 36-კვირიანი კალენდრისა და ამირანის მითის შემქმნელები, რომლებმაც ჯერ მზის კალენდარი შექმნეს, მერე ანბანი და ჰემატრია, შემდეგ კიდევ ამირანის, გილგამეშის შესახებ თქმულებები, და ფარულად განსაზღვრეს მათი რიცხვ-სიმბოლოები. ამიტომაც ცდილობდა რომი სიტყვა „ლათინი“-ს ჰემატრია 666-ამდე მიეყვანა. მათ სრულად აითვისეს ეტრუსკების დანატოვარი ინფორმაცია და მათგან უწყოდნენ, რომ ამით იბერიის (ატლანტიდის) მემკვიდრეებად აცხადებდნენ თავს, ეს კი მაშინ მეტად და მეტად პრესტიჟული გახლდათ.
* * *
„ე.წ. ბაბილონის გოდოლი აშენებული იქნა ძვ.წ.აღ. მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე. უფრო ადრე ვიდრე ეგვიპტის კიბისმაგვარი პირამიდა, ე.წ. „საქარა“ (2665 _ 2645 წწ.). მასზე 365 საფეხური იყო, თვითონ გოდოლი კიბისებრი შვიდ სართულიანი ნაგებობა გახლდათ: 33, 18, 6, 6, 6, 15, 6 სიმაღლის სართულებით (ზ. კაცელაშვილი და სხვ. „ზენაარელი ქალდეველ-ქართველები,“ 2014). სულაც არ მიკვირს, რომ ამ გოდოლის(მისი კოშკის) რიცხვულ სქემას ზ. კაცელაშვილი სრულად არ იძლევა, მაგრამ კომპიუტ. ტექნოლოგიით ადვილად მოხერხდა მისი აღდგენა. კოშკი გუმბათით პირობითად ორად იყო გაყოფილი, სავარაუდოდ, 6 და 3. ბოლო სართულს (კოშკს), ეწოდებოდა მარდუქის სახლი _ შაჰარე (საჰარე). ალბათ იქნებოდა _ სა-ხარე (იუპიტერის, იგივე მზის ხბოს (ხარის) სახლი). იქ ოქროს სარეცელი და მაგიდა იდგა.
არსებობს სტრაბონისა და პლუტარქეს ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს მეფე არტაგს (ძვ.წ.აღ. 78 _ 63) პომპეუსისთვის ძღვნად მიურთმევია (ეტყობა, იმ გოდოლ-იდან თან წამოღებული _ ავტ.) მასიური ოქროსგან დამზადებული საწოლი, მაგიდა და სამეფო ტახტი.
„საფეხურებრივად აღმართული ბაბილონის გოდოლი შეესაბამებოდა ადამიანის სულიერ გარდაქმნა-გაწმენდასა და ამაღლებას იმ დონემდე, როდესაც შესაძლებელი ხდებო-და სამყაროს შემოქმედის ნახვა.“ (ზ. კ.).
ეს ზიქურათი კარგადაა ცნობილი, მას „ქართული მითოლოგიური ლექსიკონი“ ბაბილონის ეთემენანკის სახელით იცნობს. „ის უთუოდ საფუძვლად დაედო ბიბლიურ ლეგენდას ბაბილონის გოდოლზე. მხოლოდ გვიანდელი სრულყოფილი სახეა შუმერული თეთრი ტაძრებისა, რომელნიც ძვ.წ.აღ. მეოთხე ათასწლეულიდან ამშვენებდნენ ურს, ურუქს, ობედს, ნიპურს, ერიდუს, კიშს, მარის...“ (მიაქციეთ ყურადღება სანამდე მიდის დროში იბერიული რასსის დანატოვარი ცოდნა _ ავტ.) იგივე დასკვნებამდე მივედით მისი სართულების ჰემატრიული რიცხვ-სიმბოლოების განხილვისას:
პირველი ორი სართულის ჯამი _ 33 + 18 = 51, ხორციელი ღმერთის კონსტანტა ქართულ ჰემატრიაში;
შემდეგი სამი სართული ციფრულ-რიცხვული სურათი 666;
ცხრავე სართული ჯამი (კოშკის ჩათვლით) _ 99, ღმერთის ღვთიურობის კონსტანტა ქართულ ჰემატრიაში.
მისი ფარული რიცხვი _ 999 („ქართული კაბალა,“ 2018)
აქ კიდევ ქართული ჰემატრიის არაერთი რიცხვ-სიმბოლოა, ნაგებობის წიბოს, ფუძის პერიმეტრის, დიაგონალის სახით.
რადგან ქართული (იბერიული) ჰემატრიის რიცხვ-სიმბოლოები ბაბილონის გოდოლის არქიტექტურულ ელემენტებში მეორდება, ეს ხომ ნიშნავს, რომ მისი მშენებლების ენა, ეს ჰემატრიული ენა იყო?! თუკი მშენებლები მშენებლობისას ჰემატრიულ, თანაც ქართულ ჰემატრიულ ენაზე საუბრობდნენ, სიმბოლოებით: 51, 99, 999 და რაც მთავარია _ 666-ით (და არა ებრაულ, ბერძნული 888-ით), ეს ხომ ნიშნავს, რომ მათი სამეტყველო ენაც ესაა?!
ასე დიდებულად, და რაც მთავარია, ბიბლიის შესაბამისად ორიგინალურად დაისვა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამოცანა და ქართული ჰემატრიის მიგნების შემდეგ, გადაწყდა კიდეც. რადგან სხვა ენათა ჰემატრიებში ეს რიცხვ-სიმბოლოები უბრალოდ არ არსებობს. საძებნი შიფრ-კოდიც _ ქართული ანბანი და ჰემატრია ყოფილა, ამიტომაც გვაწვდის იოანე-ზოსიმე მას ასე დიდი გულისყურითა და რუდუნებით. რაც მთავარია, მას, ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენას _ უფლის ენად მიიჩნევს. ბაბილონის გოდოლის მშენებლებმა თუ ამოცანის ძირითადი აქცენტები არქიტექტურულ ელემენტებში დაფარეს, მისი ამოხსნის გასაღები სამეტყველო ენაში _ ძველ ქართულში დატოვეს, და ფარნავაზის მეფობისას გაამხილეს კიდეც. ნუთუ, ესეც იყო ქუჯი ერისთავთან ფარნავაზის მოლაპარაკების საგანი?
ამ გენიალური სქემების შემქმნელები ხომ კიდევ ერთხელ იმეორებენ იგივეს, უკვე იმ მეფის სახელთან მიმართებაში, ვინაც ქურუმთა ფარული ენა, ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა იბერიაში „განავრცო.“
ფარნავაზ _ 666, იგი ადამიან-ღმერთია და უკვდავია,
სამარ _ 342, იგივე 666 თვლის შვ. სისტემაში.
ეს 666 იმასაც ნიშნავდა, რომ ბაბილონის გოდოლის გასაღები ფარნავაზის მეფობაში უნდა მოეძიათ. წარმოდგენილი სქემა არის ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის ნიშანი, იმის არსებობის სიმბოლოა, ნიშან-სვეტია, რომ აქ მსოფლიოს ყველაზე დიდი იდუმალება იფარებოდა!
მიგნებულია გოდოლის მშენებელთა ენის ჰემატრიული დედანი _ ძველი ქართული, და მიგნებულია მისი შიფრ-კოდი, ქართული ანბანი და ქართული ჰემატრია. მის სადარაჯოზე 666-ით ადამიან-ღმერთები იდგნენ. ამიტომაც განვითარდა ამ რიცხვ-სიმბოლოს გარშემო, ქრისტეშობის შემდეგ, თქვენთვის ცნობილი მოვლენები.
ვინ და რატომ შექმნა ეს ბიბლიური „მხეცის ნიშანი“, ძნელი გამოსაცნობი არაა.
ამოცანა და ბიბლიური მითი გოდოლზე შექმნეს, მისი მოდელი რეალობაშიც ააგეს, ჰემატრიით საგულდაგულოდ დაფარეს, ზედაც 666-ით საშინელი ტაბუ, ნიშანი დაადგეს (იოანე-ღვთისმეტყველი), და მისი ამოხსნაც, ისევ 666-ის სახით ძველ ქართულში დატოვეს (იოანე-ზოსიმე, ლეონტი მროველი).. ეს „გამოცხადების“ გაცხადებაა!
ეს ზოგადსაკაცობრიო დონის სარწმუნოებრივი ამოცანაა, და მისი გასაღები ძველ ქართულში აღმოჩნდა! ამადაც ამ ენით მოდიან „დამშრალ ევფრატის წყალზე ქალდეველი მეფენი...“ ეს ჟამი დგას...
მეტი რაღა უნდა გითხრათ და გახაროთ ენის დღეს ძვ. მკითხველო? ძველი ქართული ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენაა, ჭეშმარიტად უფლის ენა!
ამ უმაღლეს ნოტაზე მინდა დაგემშვიდობოთ და მომავალი აღდგომა მოგილოცოთ!
პატივისცემით ალიკო ცინცაძე