9 აპრილი შესრულდა.
ალბათ ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.
9 აპრილი მარტო იმით არ არის მნიშვნელოვანი რომ იქ ქართველები დაარბიეს და მოკლეს (რათქმაუნდა უდიდესი ტკვილია)
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართველი ხალხი ერთად დადგა, დადგა მტრის წინააღმდეგ, დადგა ჯარის და ტანკების წინააღმდეგ.
გამოიჩინეს მხნეობა, ადამიანური ზღვარი წაშალეს და გმირებად იქცნენ, გმირები რომლებიც იდეისთვის არ შეუშინდა ტანკს, მტერს და დიდ იმპერიას.
რომლებმაც საკუთარი სისხლი გაიღეს საქართველოს დამოიკიდებლობისთვის.
დავაფასოთ მეგობრებო ეს ადამიანები და სულ გვახსოვდეს რომ ჩვენი დამოუკიდებლობის გზა ასეთი სისხლიანი იყო

არასდროს დავივიწყოთ ამ ადამიანების გმირობა, სულ გვახსოვდეს რომ ძალა ხალხშია, სულ გვახსოვდეს რომ ვერანაირი მთავრობები ვერ დაგვაჩოქბენენ, გვახსოვდეს და ვიცოდეთ რომ ჩვენ ადამიანები უბრალო საქართველოს მოქალაქეებს ყველაფერი შეგვიძლია.
არ შევურიგდეთ ამ ბოგანოებს რომლებიც 25 წელია სისხლს წოვენ ქართველ ხალხს, არ შევურიგდეთ რუსეთს როგორც მტერს !!!
დიდება გმირებს
საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად ასე შეკრული ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე
Where Something Good Is Always Cooking.