ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს წერილით დღეს მიმართეს. ღია წერილში ოპოზიცია პარტნიორებს სთხოვს, შეახსენონ მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა.
"სამწუხაროდ, 13 აპრილს,
ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთ წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია. 14 აპრილს შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები, სადაც მათ გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს", - წერია ოპოზიციის ღია წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს.
"
ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები - გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი- არ გათავისუფლდებიან. როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა რომ ეს არ მოხდეს", - წერს ოპოზიცია
კომპარტიის ყოფილი ინსტრუქტორის, ბატონი ბიძინას ხერხემალ ლაით, ვოლსკის კომენტარი:

"სახელწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ დავუშვით კომპრომისი, პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვონ, არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილშია ჩამოყალიბებული", - ამბობს ვოლსკი.
გაუგებარია, რისი თქვა უნდოდა ბატონ გიას, დიდი ალბათობით წერილი არ მოეწონა.