„რას შვები? რამე ბანკის ბარათი გაქვს? 5 ლარი რომ იყოს ზედ… დავკარგე ჩემი, მოვიგე რაღაც თანხა, 2500 ლარია. მომახსნევინე. გადმოგირიცხავ და 500 ლარსაც გაჩუქებ )))“
– ასეთი შინაარსის წერილი დავით ახრახაძის თითქმის ყველა ფეისბუქმეგობარს დაეგზავნა. ზოგს საეჭვოდ მოეჩვენა, ზოგი კი, მიამიტურად ენდო, თაღლითების მსხვერპლი აღმოჩნდა და პირად საბანკო ბარათზე არსებული თანხა სრულად დაკარგა.
დავით ახრახაძეს ფეისბუქი უცნობმა პირებმა გაუტეხეს და დღემდე მისი სახელით ფეისბუქის მეგობრებს ფულს მოტყუებით ართმევენ. ხოლო თავად ახრახაძემ ახალი ფეისბუქი გააკეთა და თავის მეგობრებს იქიდან ევედრება, მისი სახელით მოქმედ თაღლითებს არ მიენდონ… მაგრამ ცხადია, ახალი ფეისბუქით უმოკლეს დროში მათ ხმას ვერ მიაწვდენს. ამასობაში თაღლითები არ ჩერდებიან და ახრახაძის სახელით ახალ-ახაკ მსხვერპლს აბამენ თავიანთ ქსელში.
ახრახაძის შემდეგ ფეისბუქი კიდევ რამდენიმე მომხმარებელს გაუტეხეს და ზუსტად იგივე წერილებს უგზავნიან მომხმარებლებს, სასვენი ნიშნებიც კი არ არის შეცვლილი.
დავით ახრახაძე თავისი ახალი ფეისბუქის გვერდზე აცხადებს, რომ კიბერ თაღლითების ჯგუფის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.
ვნახოთ, გამოავლენენ თუ არა დამნაშავეებს ძალოვნები, თქვენ კი, ვინც ამ ინფორმაციას წაიკითხავთ, გააზიარეთ თქვენი ფეისბუქის კედელზე, რათა თქვენი მეგობრები საქმის კურსში ჩააყენოთ და დააზღვიოთ!
https://tvalsazrisi.ge/%e1%83%a7%e1%83%a3%e...u8eQaMMoR3GCmd8facebook ბევრი ვნახე ვინც ააყირავეს თაღლითებმაა

ბევრმა მესინჯერის სქრინები დადო
This post has been edited by gig@@@ on 30 Apr 2020, 16:33