სალამი.
შევეცდები ძალიან მოკლედ და გასაგებად დავწერო ჩემი ისტორია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს უკავშირდება.
მამაჩემს თავისი ბიზნესი ჰქონდა ქუთაისში(ხის და რკინის ცეხი). მოგეხსენებათ, ტენდერები მაშინაც იყო, თუმცა არა ელექტრონულად.
შესაბამისად მამამ მოიგო ერთ-ერთი ტენდერი, რომელიც უკავშირდებოდა გეგუთის ციხის რესტავრირებას.
როდესაც მოიგო, სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმება იყო ასეთი, ახლა თანხას ვერ გირიცხავთ, ამიტომ შენი რესურსებით მოიძიე საწყისი თანხა, და შემდეგ შუალედურს და საბოლოოს დაგირიცხავთ, როდესაც ექსპერტის დასკვნა დაიდებაო.
ცხადია, მაშინ ყველას გვიყვარდა მიშიკო

, ვენდობოდით.
მამამ ბანკში ჩადო სახლი, 3 მანქანა და დაიწყო ობიექტზე მუშაობა. დასრულდა სამუშაოები. დაიდო ექსპერტის დასკვნა, რომ შესრულებული სამუშაო აკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს.
სამწუხაროდ, ფული არ დაურიცხეს. არც შუალედური, არც საბოლოო.
3 თვე ხვეწნით დადიოდა მამა ქუთაისიდან თბილისში, საიდანაც ბოლოს ძალით გამოაგდეს ცუდმა ბიძიებმა კაბინეტიდან

)
ამიშ შემდეგ, დაუწვეს ხის ცეხი, რკინის ცეხიდან მოპარეს ყველა საჭირო დანადგარი, რითიც მუშაობდა, გააშავეს შ.პ.ს.
დავკარგეთ სახლი, 3 მანქანა.
მამამ 3 ინფარქტი გადაიტანა.
დავდიოდით სასამართლოებში, დავდიოდით სამინისტროებში, მერიაში. ყველგან

არავის ყურადღებას არ გვაქცევდა,
მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე, ჩემი ძმის ნათლიის შვილი იყო. როდესაც მას ვთხოვეთ დახმარება, გვითხრა, რომ მასაც მოკლავდნენ და ჩვენც, თუ კი ამ საქმეში ჩვენ გაგვამართლებდა.
მამამ დაკარგა ცალი თირკმელი. დაიკლო 25 კილო.
მეც და დედასაც ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნა.
ასე გამოვეკიდეთ ცაში 5 სულიანი ოჯახი, მთავარი მარჩენალი - მამა, კი საშინლად დაუძლურებული იყო.
ამის შემდეგ, სკოლიდან წაგვიყვანეს მერაბიშვილის ახალ შსს შენობაში, საუკეთესო მოსწავლეებს გვქონდა პატივი, პირადად შევხვედროდით პატონ მინისტრს.
ოჯახში არც მითქვამს, 12 წლის ვიყავი, ჩემი ხელით დავწერე წერილი და როდესაც შევხვდი, გადავეცი, ვთხოვე წაიკითხე-მეთქი. ლოყაზე მაკოცა და აუცილებლადო, მითხრა

))
ნუ, ალბათ რაც წაიკითხა, ან რომც წაეკითხა არანაირად აწყობდა ჩვენი დახმარება. შესაბამისად, თქვენც ხვდებით, რომ დავრჩი დაიგნორებული.
ამ ისტორიას კიდევ ბევრი დეტალი ახლავს თან, რისი გაზიარებაც არ მინდა, ძალიან პირადულია და ძალიან უარყოფითად მოქმედებს დღემდე ჩემზე.
ამ ყველაფრის შემდეგ, მამამ მაინც არ დაყარა ფარხმალი და დღემდე ვიხდით იმ ვალებს, რაც ნაციონალების მხრიდან სრულ ტერორს მოჰყვა.
იმიტომ დავწერე ეს ისტორია, რომ წეღან, ჩემი სკოლელი ტიპი, რომელიც ჩემს პარალელურ კლასში სწავლობდა, არ იცოდა ანბანი, არ იცოდა 2+2 რამდენია და ძალით გადაჰყავდათ კლასიდან კლასში, ფეისბუქზე წერს პოსტს, რომ მიშა ვისაც არ გვიყვარს და ნაცებს ვინც არ ვაძლევთ ხმას, ვართ
ორუჯრედიანი, გაუნათლებელი შტერები.
მოკლედ, ვინც რეჟიმის მსხვერპლი ხართ, შეგიძლიათ ამ თემაში დაწეროთ თქვენი ისტორიები.
იმედია, ფორუმის წესებს არ ეწინააღმდეგება ჩემი პოსტი.
მადლობა.
გისურვებთ ნაკლები მიშა და კერპთაყვანისმცემელი ჰყოლოდეს საქართველოს.