არა ლოგიკურია , ვყიდულობ ჯერ . უბრალოდ ახლა არეულია ყველაფერი რო ჩაივლის ეს კორონა უნდა ვიყიდო .
გამორიცხულია ვინმე ამ მიწაზე მეთამაშოს , თუ მეთამაშება მე არ ვეთამაშები და ვინც მომიგებს მოუწევს მიწისთვის მოსვლა და ზედ დავმარხავ .
ზუსტად მეცოდინება რა ფასშიც აიღო აუქციონის მიმდინარეობას მივაქცევ ყურადღებას , ჩემი ამჟამინდელი სახლის მოპირდაპირედ ანუ გზა გვყოფს , დაველაპარაკები ავუხსნი სიტუაციას თუ გაიგებს მივცემ ზუსტად იმ თანხას რაც გადაიხადა და რაც დაუჯდა და გადმომიფორმებს არ იზავს ასე და თავის დღეში ვერ ეღირსება ეზოდან გარეთ გამოსვლას მშვიდობიანად . და ვის როგორ უღირს ასეთ ადგილზე ცხოვრება სხვა საკითხია .

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ უკანონო მშენებლობებზეც, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება, მუნიციპალიტეტის საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი. კერძო საკუთრებაზე -20 ათასი ლარი.
მინუს 20 ათასი ანუ 5000 ლარიანი ჯარიმა და მოგვარდება ?
ძაან ამრია იმ გარემოებებმა რო ფართი არის 200 კვადრატი ნუ შემიძლია მომატება 220 230 მდე მეზობლის ხარჯზე მოვურიგდები და მომცემს გარკვეულ ტერიტორიას , მაგრამ გამოდის რო ამ ფართზე 80 კვადრატულს ვერ აშენებ შენ ჭკუაზე :/ ამ 80 კვადრატულიდან 60 კვადრატული არის საცხოვრებელი ფართი . და ათას უაზრო საბუთზე და განცხადებაზე გიწევს სირბილი , იმიტომაც მინდა ავდგე ავაშენო მივხედო ყველანაირად და როცა მზად იქნება მოვიყვანო ზედამხედველობა და დაწერონ ჯარიმა გადავიხდი და გავიფორმებ ნუ თუ ასე დასრულდება და თუ შეიძლება რო დაგანგრევიონ აი მაშინ ოოოო . ეგ მაინტერესებს სანქცია რა შეიძლება მქონდეს .
ივანიჩბოდიში გაწუხებ მეგობარო მაგრამ სხვა თემებში გადავიკითხე ბევრი რამე და როგორც მივხვდი შენ კარგად ერკვევი ამ საკითხში უბრალოდ მარტივი რჩევა რო მომცე თუ შეგიძლია მადლობელი დაგრჩები .
1 კატეგორიაში ვერ გამყავს იმიტომ რომ სახლი შენდება 8X10 ზე და აქედან 60 კვადრატი კი რჩება სუფთა საცხოვრებელი ფართი მაგრამ სახურავის წვერო იქნება მიწიდან 7 მეტრზე .
2 კატეგორიისთვის კიდე არქიტექტურა პროექტირება არაა პრობლემა უბრალოდ აქეთ მიწიე იქით მოწიე და ტვინის ჭყლეტვაა როგორც ვნახე თან აქ ონლაინ არ ხდება აქ უნდა ირბინო ყველა დეტალზე მერიაში . (ქუთაისი)
შეიძლება კიდევ რო დაჟე საცხოვრებელი ფართი იქნეს 60 კვადრატი გარე აივანი მაქვს უბრალოდ დანარჩენი 20 კვადრატად და მშენებლობისგან წაღებულ ფართად ანუ გადახურვას ვაკეთებ სართული უნდა დაისხას ჩვეულებრივ ბეტონის , უბრალოდ მერე ვგეგმავდი სახურავის დადგმას რაც სიმაღლეშია 3 მეტრი .
ანუ ისე თუ შეილება რო დავიწყო 1 კატეგორიით და მერე ვითომდა ჰაიდა მომინდა გაფართოვება მერე აღარ მომცემენ გაფართოების უფლებას ? ანუ სახურავის დახურვის უფლებას ?
This post has been edited by traki5 on 21 Apr 2020, 11:49