NeuroFunkპირველ რიგში ეგ თანხა რამ გადაგახდევინა მაგაში

მერე მეორე, ეგ ისეთი ლეპტოპი არაა რომელშიც სასწაული ეკრანი აქვთ ჩადებული, დაბალ ბიუჯეტიანი გეიმინგ ლეპტოპია
პირადად მაქვს გამოცდილი ეგ ლეპტოპები და თავის ფასში სათამაშოდ ნორმალურია, ეკრანი კი თამაშის გარდა არ გამოგადგება რა თქმა უნდა ისეთ სამუშაოზე სადაც ზუსტი ფერებია.
თუ წესიერი ფერები გინდა ბიუჯეტური გეიმინგ ლეპტოპებიდან ასე თუ ისე ნორმალური ხარისხის ეკრანები აქვთ Legion y530 და HP pavilion gaming 15. ნიტროსას ამ ორიდან ორივე ჯობს.
ეკრანის შეცვლა პრინციპში შეგიძლია მაგრამ შენით ჯობს არ იჩალიჩო, ჩარჩო თუ გააფუჭე, სულ დაღებული ექნება პირი თუ არ ჩააწებე.
ასე რომ სანამ იყიდიდი ლეპტოპს კარგს იზამდი თუ პატარა კვლევას ჩაატარებდი რისთვის გინდოდა ლეპტოპი

სათამაშოდ კიბატონო, მაგრამ სამუშაოდ ვერაფერს იზამ.
თუ იშოვი კალიბრატორს ოდნავ გამოასწორებ სიტუაციას მაგრამ ისე ვერა რომ მაინც გამოგადგეს

ასე რომ დაიკიდე და რამე ეკრანი დაითრიე რომელსაც კარგი ხარისხის გამოსახულება ექნება და იმაზე შეაერთე