ფორუმი ერთვარი ბიოსფეროა. აქ ჩნდებიან და ქრებიან ახალი იუზერები. ხანდახან ძველიც შემოიხედავს, მაგრამ აქტიური მპოსტველების შემადგენლობა იცვლება, როგორც ყველგან. ფორუმსაც, ადრე თუ გვიან, სამყაროსავით, მეედღვნება დედის ჭუტალი, ანუ მისი არსებობაც მარადიული ვერ იქნება.
აქ ლაპარაკია უსათაუროს მამათა და შვილთა ომებზე. 2012 წლის პაკალენია 2010ას ლანძღავდა იუმორის გაფუჭებაში, 2014ის ლანძღავს 2016ისას და ა.შ. აი მე მახსოვს უძველესი იუზერები, რომლის გარეშე 2004-2005 წლის ფორუმი წარმოუდგენელი იყო. აღარავინ აღარ პოსტავს იქიდან, გარდა ჩემნაირი თითო-ოროლა ელფისა. მეც ალბათ ისტორიის ქარტეხილები დამაჭნობენ და შემმუსრავენ, მაგრამ მანამდე ვიქნები აქ. ხან გავქრები, ხან გამოვჩნდები. ბოლობოლო ჩემს ნიკს შვილს გადმოვულოცავ ოდესმე თუ მეყოლა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუმცა, დიდი ალბათობით მარტო მოვკვდები და ძაღლები დაჯიჯგნიან ჩემს მიტოვებულ გუამს.
რას ფიქრობთ, როდემდე გასტანს თქვენი აქტიურობა აქ? როდის მოგბეზრდებათ და მიატოვებთ აქაურ ველებს და ამ განსაწმენდელს?