გაასოცარი დემოკრატიის რომელი წერია? ამომივარდა თავიდან ამ პანდემიის პირობებში
"ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელების სატვირთო მანქანებს ახალი წლიდან 10-15 დღეს აჩერებენ სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ]. გადამზიდავები აცხადებენ, რომ მათ ტვირთებს ხელოვნურად აფერხებს შემოსავლების სამსახური. კომპანიების მფლობელების თქმით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისში შეკრება, სადაც მათ შეხვდა რუსეთის მოქალაქე ფელიქსა ხუდოევი და გააფრთხილა, რომ „ვინც მასთან არ ითანამშრომლებს, ყველა გაჩერდება“. ბიზნესმენების თქმით, რუსეთის მოქალაქეს არაერთი მაღალი თანამდებობის პირი უმაგრებს ზურგს."
https://batumelebi.netgazeti.ge/news/261947...1mjq1QdJVZ35vJw5 გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წლობით ნაშენი მათი ბიზნესი „უკვე წაიღო ფელიქსამ“.
„თუ ჩემთან არ ითანამშრომლებთ, მაშინ საერთოდ ვერ იმუშავებთ“.
2020 წლის 14-15 იანვარს სწორედ ფელიქს ხუდოევმა შეკრიბა მათი თურქი პარტნიორები თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში და დაემუქრა – „თუ ჩემთან არ ითანამშრომლებთ, მაშინ საერთოდ ვერ იმუშავებთ“.
ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს ერთ-ერთი გადამზიდავი, ბესიკ ქორიძე: „შეხვედრა გაიმართა სასტუმროში, რუსთაველზე. თურქებთან ერთად მეც შევედი, თითქოს თურქი ბიზნესმენი ვიყავი. სასტუმროს კარებთან დაგვხვდა ფელაქსის მძღოლი, რომელმაც გვთხოვა, რომ ტელეფონები და საათები მანქანაში დაგვეტოვებინა. ალექსანდრე ჰქვია და მის სახელზე აქვს კომპანია გაფორმებული – „არარატ საქართველო“. სწორედ ამ კომპანიით ჩაგვანაცვლეს ჩვენ.