#53013199 · 1 Jul 2018, 23:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
I თოვლში დნებოდა ვარდი წითელი საკანში მქონდა პური და ღვინო და დაფრინავდნენ გარეთ ჩიტები მეუბნებოდნენ არ დაიძინო!
მე მაინც ვტეხდი მიცემულ აღთქმას მეძინებოდა საკანში ნებით ამას მოსდევდა ჩემივე განთქმა ჯვარცმა, წამება, ნასროლი ქვები
მძულდა ჩიტებიც რომ მიმღეროდნენ ქვეყანაც მძულდა და ვღრიალებდი სიზმრებს სცხვენოდა ჩემი ღრიალის ტკივილებს მარად რომ მიამებდნენ
და ერთხელ სარკმელს ჩემი კივილით გადაემტვრია ყოველი რკინა და სანამ ვარდი გამქრალა თოვლში ვივლი ქარბუქთან, ოდესღაც მივალ.
II მთვარეულივით არხევდა ფარდას ჭრიდა სივრცეს და ყინულის ზოდებს წარსულში მარად ცხოვრობდა ქართან ახლა კი მთაზეც აიტანს ლოდებს
ჩამოწვა ჯანღი, ნისლი და ბნელა ჩამოწვეთილი სანთელის ალში ღრუბლებში ისევ იმედი ელავს და ავადმყოფურ ნაღველსაც ავსებს
ამ ორ კუპლეტში არის ქაოსი დაცინავაც არის, არსთა ხელობა მშვენიერია მაგრამ ჭაობში კბილებს ილესავს ეს თვითმკვლელობა
და როგორც კაცი რომელიც ნაცარს საკუთარ სახედ ვეღარ იწამებს უნდა კბილების მოვასწრო დაცლა რაც სამუდამოდ მტოვებს მიწაზე.
III სკივრი ამოდის ღრმა უფსკრულიდან მზის მწველი სხივი დასდის ჩრდილებად ამ სკივრში არის ღრმა მწუხარება და მწუხარებით სავსე დიდება
ვუცქერ ზღაპრულ სკივრს მღვრიე თვალებით მასშიც გადგმულა ხეთა ფესვები მას მე ვერაფრით მივეკარები ისევ უფსკრულში გარდავეშვები
თითქოს ყოველი იმედი გაჰქრა მაგრამ უეცრად შორი მთებიდან მოისმა მძლავრი ხმა სირინოზთა და წამოვდექი სარეცელიდან
მე გავიღვიძე და ვარ ავსილი ჩემი თვალებიც არ არის მღვრიე და ტკბილად ვუმღერ უცხო სირინოზთ ფესვთა ბორკილნი რომ დაამტვრიეს.
IV ეს ტყე დაიწვა როგორც ეს გული სამშობლოვ ჩემო ნებაა ღამე?! ვინღა მომიკლავს სანუკვარ წყურვილს ჩემვე კვარცხლბეკზე ეშაფოტს დგავენ
ვხდები ამ ქვეყნად ვერარა მიხსნის ვერ გავამრართლებ ამ ფუჭ საქციელს ანგელოზებმა მანთხიეს სისხლი ვამპირებად რომ გარდავაქციე.
V იმდენად დიდი არის გოდოლი რომ თუ დაინგრა ჩაიტანს ღმერთსაც და დაეცემა ეზოს ფოთოლი მრავლსაც ეტყვის და ეტყვის ერთსაც
რომ ეს გოდოლი არის ადამი რომელიც მუდამ ცდილობს აღზევდეს მაგრამ თუ იგი საზღვარს გადავა იკაროსივით ზღვისაკენ წევდნენ
მაგრამ რადგანაც ურცხვად ბაბილონს უნდა წაართვან დიდი შენობა მაშინ აზერები ისე არიონ რომ მას დაარქვან უსაშველობა.
VI თქვენი ჭრილობა ღია სულია თქვენი სასჯელიც არის იგივე ამ ქვეყნად მარტო არვის უვლია იცხოხლეთ სანამ შეძლებთ იყივლოთ
ვერ მიგატოვებთ, იყოს, იცოდეთ სულაც რომ მოვკვდე თქვენი გულისთვის ერთხელ თუ დაგწვა ცეცხლების მცოდნემ ადგილი აღარ გრჩება ყურითვის
ამიტომ თქვენთვის თავსაც გავწირავ პური მიჭირავს სიცოცხლის ყუით ვიცი რომ ყუა არის დაცინვა თუმცა ვერ მაძღობს, მაგრამ არ ტყუის
რომ ყველაფრისთვის მზად ვიყო მუდამ რათა სამარე არ იყოს ფართო მე მირჩევნია ძაღლის კუდობას ძაღლს ჩემი ხორცის ნაწილი ვანდო
ვერ დაგივიწყებთ მე თქვენ ვერაფრით ვიცი რომ გტანჯავთ ღვთიური სული ღმერთი თუ არა მე მიანც ვღელავ და იქნებ ღერთსაც შეუჩნდეს შური.
VII ჩემი აივნიდან მოჩანს მთვარე კოცონივით ჟღალი ვებრძვი თავსაც და დროსაც და იმედი მაქვს მთვარის
და ეს ყვითელი მთვარე თითქოს ჩემს ვედრებას უცდის თითქმის ვეღარ ვგრძნობ ჰაერს ჰაერს ნაცრის სუნი უდის
მივყვავარ ბედს და ვიცი მე რომ გავახელ თვალებს მე მეშინია მიწის და მაღლა იწვის მთვარე
მთვარე პოეტის სევდით ერთხელ გაანთებს მიწას მე ვგრძნობ უცნაურ წადილს და ვხვდები რაღაც რომ მიცავს..
VIII ვერავის ეტყვი სიჩუმის შემდეგ რა ძნელი ყოფილა დილა შენ გესიმზრება ომი და ღმერთი როდესაც ლოდთან გატანჯულს გძინავს
და ასე კიბეს ზევით მიაპობ ანგელოსები გარტყია ირგვლივ შენ გეძახიან დემონ იაკობს და დემონური გაწუხებს ფიქრიც
თუმცა იღვიძებ და თან მიგყვება ბეჭის ტკივილის მძიმე დაღალვა ხვდები იყავი გუშინ ღამ მაგრამ ახლა გტკივა და ისევ აღარ ხარ
IX შენ გქონდა ნაზი,თეთრი ხელები და შავ ხელთათმანს თან ატარებდი. შენი ხელები დაუღლელები, დაუღლელები და პატარები.
მე ვარ სიცოცხლე -ასე ამბობდი. მუდმივად გქონდა მშრალი თვალები და შენ გეგონა,უკვე რომ მოკვდი რადგან დაკარგე ხელთათმანები..
X შავი მხედარი მღვიმეში შედის ეს დღე იშლება დროთა ხსოვნიდან?! მხედარს ახსოვდა თავისი ბედი ქარი რომელიც ღამე მოვიდა
მხედარმა მიწას დახედა რადგან შიგ დაფრინავდა უგრძობი ქორი და ქორის თვალში გამოჩნდა ნათლად რომ სამარემდე არ არის შორი
ო, რა უეცრად ჩადგა გრიგალი არავინ იცის ამ დღემდე რატომ თავად გარაკვევს ამას მხედარი როდესაც მრუმე სამარეს დატოვს
და აბრიალებს ქორი ავ თვალებს ვინაც მხედარი შიგ მოამწყვდია იქ კი მხედარმა დალია შხამი აღარ იქნება არასდროს დილა?!
ხელში კი ხმალი უელავს ისევ ბაღში მუსიკის გაისმის ხმანი მას ვამპირები აძლევენ იმედს ველები, ტბები, ჭალები, მთანი..
XI პატარა ჩიტი აფრინდა მაღლა ცხენმა ფლოქვებით დალეწა ნალი ეს მაშინ მოხდეს ხის მომცრო სახლთან როდესაც ცეცხლი შეერწყა მთვარეს
და გადმოვარდა თვალის გუგიდან მდინარედ ერთი ობოლი ცრემლი და ამოსძახა სიზმარმა ჭიდან დრო არის ომის, დრო არის ღელვის
არვინ დაინდოთ, თვალი სველია უწევს მრავალი ხილვის ატანა ბაღში მცოცხავი დიდი გველი და იგი გველი არის სატანა!
XII ცად ჭახჭახებდა ბებერი მთვარე ისე უნთებდა სიცოცხლეს სანთელს როცა ტაძართან აღშფოთებული გრიგალს ეკიდა ოქროპირ მნათე
და ირწეოდა გრიგლის სიჩუმე ქარი თავისას ითხოვდა თითქოს და გასავლელი იყო მიწაში ო, გასასვლელი ძალიან ვიწრო
მაგრამ რადგანც იგრძნო გრიგალი და რადგან მთვარე ეტრფოდა სანთელს ზედ დააკვდა და არ გასცილდა გრიგალს მსხვერპლივით შემკვდარი მნათე.
XIII ზის რაფაელი მრისხანე სახით უცხო დემონის ნაზი მშვენება თავს ადგას სატრფო როგორ სიწრფელე როგორც ამაგი და განდიდება
და ტილომ იცის ზღაპრის შესახებ ეს სიყვარული ლეგენდის დიდის მოკვდა ტიტანი, მაგრამ აქ დღესაც ის ფორნარნინას ყვავილებს ყიდის.
XIV ციდან ჩამოდის ზარების რეკვა თვალს ამბრიალებს მრისხანე ქორი იქვე პატარა ბავშვი კანკალებს ასე ინგრევა იერიქონი
და ჩვილთა ღრიალს ისმენს მადონა სადაც რაფაელს და ლიონარდოს უცხო ზმანების დიდი სიჩუმე და სიყმაწვილის სინაზე ათოვთ.
XV რომი მღელვარებს, მატულობს სიცხე მთვარე თავისთ ვერ დგავს ნაბიჯებს ელის რომ ვინმე ერთხელაც მაინც წყეულ რუბიკონს გადააბიჯებს
რომი მღელვარებს და იკრებს ძალებს დევნილი კაცით დაშინდა ყველა იქვე ყინულიც იმტვრევა თითქოს რომელსაც უკვე საშინელად ცხელა
მაგრამ გაჩნდება მიწაზე ბზარი და ყრმას მოაცლის მშობელის ძუძუს ჩურჩულით იტყვი კვლავ კეისარი Tu quoque, Brute XVI გაწამებული გოდებდი მახსოვს ზმანებებს წყევლით ედავებოდი წყაროსთან დუმდი და ღრიალებდი დიდხანს ტიროდი და არ კვდებოდი
არ მიყვებოდი არცერთ ქარავანს ბნედიანივით იწვოდა მთვარე მე ვიძახოდი შენ ხარ არავინ შენ კი კეტავდი სიცილით კარებს
და გრძელდებოდა მუდმივი ომი და გრძელდებოდა ჟამის კანკალი შენ იძახოდი არ არის შორი მე კი სამსხვერპლო ვერძი დავკალი.
XVII ურჩხულები გამოდიან დიანა და იწვება აქ ქურუმთა ტაძრები ჩვენი დროშა სხვათა კოშკში ფრიალებს ვგოდებთ, ვტირივართ და ვეწამებით
ჩვენმა გზებმა რა სიშმაგით იარა მარად გეთქმის ბერწი მთვარის ქალწული აქ არ არის საყვედური დიანა ყვავილია შენთვის ქარით დაწნული
მე ბარათებს შენგან ველი დაჭრილი მომიშუშე ყველა მწველი იარა ცაში მინდა ვიყოთ ერთად აჭრილი ურჩხულები გვესევიან დიანა.
XVIII აკვანს მირწევენ მე დემონები ქვეყნად არაფერს არ ვემონები
მივდივარ მარტო, ყოველთვის არა ყვავილებს ვკრეფ და გავყურებ შარას
ღამე ვიძინებ და სიზმრებს ვხედავ და საუკუნო აღსასრულს ვჭედავ
მშვენიერია ჩემთვის ყოველი ტაძარი მშხამავს დაუთოველი
XIX ბნელა ოთახში, მათრობს მუსიკა აქ ბერძნულ მითთა პანთეონია ვგრძნობ ღამის პირმშოს, უმანკო ნიავს და მაღლა ცაში დიდი ომია
ომი ამბოხის და გასაჭირის სიზმრებში ისევ ვაბრუნებ ღმერთებს და არ მეღირსოს მე მშვიდი ძილი მოვკლავ ქალს მაშინ, ბავშვს გავიმეტებ
ქვეყანას ელის აქ დიდი წარღვნა თუ მრისხანებამ იფეთქა ალით აპოკალიპსი და სისხლის ფრქვევა შელოცვილი და შემტკბარი მთვარით
XX დემონები დაგიდიან სულში მატლი იარება აღარ გინდა, აღარ გინდა ჩემო კარგო ზიარება.
--------------------
გოგი ვარ ეს აკკაუნტი მაჩუქა night-blue მ 10/02/2018 მდე რაც კი რამე დაწერილა ამ აკკაუნტიდან ყველა მესიჯი ეკუთვნის მასე 10/02/2018 ის მერე უკვე გოგის პოსტებია!!!
|